თამაში შემოუტრიალა, მესამედ სძლია და ლიდერობა დაიბრუნა - ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა და მასპინძლებმა სტუმრების პირველივე შეცდომა გამოიყენეს - კობახიძემ პასი უკან გააკეთა, მარუშიჩი მარგველაშვილს გაექცა და მიმდინარე ტურნირზე მე-9 გოლი გაიტანა. ზღვისპირელებს ანგარიში გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ მეკარე კვასხვაძემ გატანა ჩაბრაძესა და ფანცულაიას არ დაანება.

მეორე ტაიმში ბათუმელები უპირატესობას ფლობდნენ და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა აზაროვმა ანგარიში გაათანაბრა. შეცვლაზე შესულ დედაქალაქელთა შემტევ გაგნიძეს შეეძლო თავისი გუნდი კვლავ წინ გაეყვანა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. ამის
შემდეგ გეგუჩაძის შეგირდებმა შეუტიეს, გაფრინდაშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო „როტორიდან“ დაბრუნებულმა ფლამარიონმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამ სეზონში ბათუმის „დინამომ“ თბილისის „დინამოს“ მესამედ სძლია და ლიდერობა დაიბრუნა.

შემდეგი ტური 7 აგვისტოს ჩატარდება: თბილისის „დინამო“ „საბურთალოს“ შეხვდება, ხოლო ბათუმის „დინამო“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - დინამო (ბთ) 1:2
გოლები: 1:0 მარუშიჩი (17), 1:1 აზაროვი (78), 1:2 ფლამარიონი (90)

დინამო (თბ) (3-4-1-2): კვასხვაძე, ხარაბაძე, მონხილი, ბენიო, ხვადაგიანი (კობოური 58), ქარდავა, პაპავა (კ) (მექვაბიშვილი 78), კუცია (გაგნიძე 67) , მორჩილაძე (სპორკსლედე 67), გაბედავა (რადინი 58), მარუშიჩი

მწვრთნელი: ცხადაძე

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, აზაროვი, მარგველაშვილი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ტეიდი (ნავალოვსკი 83), ზარია (ფლამარიონი 54), ჯიღაური (შინდაგორიძე 75), მამუჩაშვილი (გაფრინდაშვილი 54), ალთუნაშვილი, ფანცულაია (სანოგო 75)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

მკითხველის კომენტარები / 21 /
2:1 Ara 1:2 sworad mainc dawre Tbilisi vs batumi iyo
Go
02 ივლისი 2021 17:12
0
ვინ უნამუსომ შეცვალა სფფ-ის ფან შოპის ბანერი? რა დააშავა ჭაკვემ?
რატი
02 ივლისი 2021 16:52
1
ხომ არ ჯობია დინამო თბილისი საერთოდ არ გავიდეს ნეფთჩისთან სათამაშოდ?!
?!
02 ივლისი 2021 16:30
1
ბათუმის "დინამო" ამ სეზონში უდავოდ იმსახურებს... ჩ ე მ პ ი ო ნ ო ბ ა ს !!!!!!!!!!!!!!
tngh
02 ივლისი 2021 15:43
1
ჩვენი ვიხილეთ ორი ერთმანეთზე უარესი გუნდის თამაში,და ყველაზე სამწუხარო ის არის რომ ეს ორი სამარცხვინო გუნდი 1 2 ადგილს იყოფენ.დანარჩენებზე ხო საუბარიც არ ღირს.იღუპება ქართული ფეხბურთი.
butxa
02 ივლისი 2021 15:30
3
ვულოცავ დინამო ბათუმს დამსახურებულ გამარჯვებას. პირადად ბათუმს ვგულშემატკივრობდი და მისი გამარჯვება გამიხარდა.
თბილისელი
02 ივლისი 2021 12:41
0
აზაცკი სად წაიყვანეს ბათუმელებმა ? მარგველაშვილი არც საბურთალოში მომწონდა, უბრალოდ სიმაღლე აქ კაი მეტი არაფერი, არც მონხილი და კობოური უქნია ღმერთს ძალიან დაბალი დონისანი არიან , გაბედავას კი საერთოდ რა უნდა დინამოში ვერ გამიგია ? ამ შემადგენლობით ნეფთჩისთან კი არა სამგურალთან და თელავთან უჭირთ თამაში , შეგვარცხვენს ისევ ფიფია ...მწყემსებთან როგორც შევრცხვით შარშან ...
დათო ქართული ფეხბურთის ქომაგი
02 ივლისი 2021 11:26
1
გორის დილას მაინც მიბაძოს ფიფიამ მოიყვანოს ნორმალური მწვრთნელი, დილას თამაშებს ვაკვირდები და ცდილობენ კომბინაციური ფეხბურთი ითამაშონ , დარბიან მაინცაა უბურთოდ. აბა დინამოს მწვრთნელის ხელი სულ არ ეტყობა სირბილი კი არა ძუნძულსაც არ კადრულობენ უბურთოდ , უბრალოდ დგანან და ელოდებიან ფეხებში პასს როდის მიართმევენ. სირცვილია რა , მარტო გულშემატკივრები ვხედავთ ამ ყველაფერს??, მწვრთნელი დავიჯერო ვერ ამჩნევს ???....
დათო
02 ივლისი 2021 11:17
1
ვულოცავ ბათუმის დინამოს და ყველა მის გულშემატკივარს გუშინდელ დამსახურებულ გამარჯვებას.
სწორი მენეჯმენტის და ზრუნვის ქვეშ მყოფი გუნდი ნამდვილად მზადაა ქვეყნის ჩემპიონობისთვის.
ფეხბურთის აკვანი საქართველოში ბათუმში დაირწო და იმედი ვიქონიოთ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებმა, რომ ისტორია კვლავაც გამეორდება.

დინამო თბილისის ფანი.
გაიოზი
02 ივლისი 2021 10:49
2
იყო პერიოდი მეგონა რომ უჩა ლობჟანიძეზე დაბალი დონის მცველს ვერ ვნახავდი... მაგრამ გაგი მარგველაშვილმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა...
გოგა
02 ივლისი 2021 10:09
2

სიახლეები პოპულარული