თამაში შემოუტრიალა, მესამედ სძლია და ლიდერობა დაიბრუნა - ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა და მასპინძლებმა სტუმრების პირველივე შეცდომა გამოიყენეს - კობახიძემ პასი უკან გააკეთა, მარუშიჩი მარგველაშვილს გაექცა და მიმდინარე ტურნირზე მე-9 გოლი გაიტანა. ზღვისპირელებს ანგარიში გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ მეკარე კვასხვაძემ გატანა ჩაბრაძესა და ფანცულაიას არ დაანება.

მეორე ტაიმში ბათუმელები უპირატესობას ფლობდნენ და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა აზაროვმა ანგარიში გაათანაბრა. შეცვლაზე შესულ დედაქალაქელთა შემტევ გაგნიძეს შეეძლო თავისი გუნდი კვლავ წინ გაეყვანა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. ამის
შემდეგ გეგუჩაძის შეგირდებმა შეუტიეს, გაფრინდაშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო „როტორიდან“ დაბრუნებულმა ფლამარიონმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამ სეზონში ბათუმის „დინამომ“ თბილისის „დინამოს“ მესამედ სძლია და ლიდერობა დაიბრუნა.

შემდეგი ტური 7 აგვისტოს ჩატარდება: თბილისის „დინამო“ „საბურთალოს“ შეხვდება, ხოლო ბათუმის „დინამო“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - დინამო (ბთ) 1:2
გოლები: 1:0 მარუშიჩი (17), 1:1 აზაროვი (78), 1:2 ფლამარიონი (90)

დინამო (თბ) (3-4-1-2): კვასხვაძე, ხარაბაძე, მონხილი, ბენიო, ხვადაგიანი (კობოური 58), ქარდავა, პაპავა (კ) (მექვაბიშვილი 78), კუცია (გაგნიძე 67) , მორჩილაძე (სპორკსლედე 67), გაბედავა (რადინი 58), მარუშიჩი

მწვრთნელი: ცხადაძე

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, აზაროვი, მარგველაშვილი, კობახიძე (კ), ჩაბრაძე, ტეიდი (ნავალოვსკი 83), ზარია (ფლამარიონი 54), ჯიღაური (შინდაგორიძე 75), მამუჩაშვილი (გაფრინდაშვილი 54), ალთუნაშვილი, ფანცულაია (სანოგო 75)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

მკითხველის კომენტარები / 21 /
2:1 Ara 1:2 sworad mainc dawre Tbilisi vs batumi iyo
0
ვინ უნამუსომ შეცვალა სფფ-ის ფან შოპის ბანერი? რა დააშავა ჭაკვემ?
რატი
16:52 02-07-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული