როგორც ბელგიური voetbalnieuws.be წერს, დონეცკის "შახტარისა" და საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველ დავით ხოჭოლავას "გენკის" შემდეგ კიდევ ერთი ბელგიური მსურველი გამოუჩნდა.
ამჯერად ქართველი ფეხბურთელის გადაბირების სურვილი ქართველებისთვის კარგად ნაცნობმა "გენტმა" გამოთქვა. "გენტი" დაცვის ხაზის გაძლიერებას ცდილობს და ერთ-ერთ ვარიანტად ხოჭოლავას განიხილავენ.
28 წლის მოთამაშეს, ბელგიური კლუბების გარდა, დანიის ბრინჯაოსპრიზიორი "კოპენჰაგენი" იწვევს.