მამარდაშვილი უკვე "მესტალიაზეა" და "ვალენსიაში" შეკრებას იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 20 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი (სიმაღლე 197 სმ) რამდენიმე დღის წინ თავის აგენტთან ერთად ესპანეთში ჩავიდა და ორშაბათს "ვალენსიას" ბაზაზე სამედიცინო შემოწმების გასავლელად და აუცილებელი ფოტოსესიისათვის იმყოფებოდა.

ის თბილისის "დინამოდან" ერთსეზონიანი იჯარით გადავიდა და "ღამურებს" მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

eldesmarque იტყობინება, რომ გიორგი ზაფხულში "ვალენსიას" მიერ დამატებული პირველი ფეხბურთელია, გუნდი შეკრებას ოთხშაბათს იწყებს და შეუერთდება კიდეც.

მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა განაცხადა, რომ 4 მეკარე ჰყავთ და თუ ვინ ითამაშებს, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გიორგის
გარემოცვა მის საშუალოვადიან პერსპექტივაში დარწმუნებულია - ის "ვალენსიას" მომავლის მეკარე გახდება.

მამარდაშვილი მეორე გუნდში იასპარეზებს და შანსი მიეცემა, პირველი გუნდის მესამე გოლკიპერი ამავე სეზონში გახდეს.

plazadeportiva.valenciaplaza წერს, რომ "ღამურებს" 4 მეკარე ჰყავს: იესპერ სილესენი, ხაუმე დომენეკი, კრისტიან რივერო და გიორგი მამარდაშვილი და ბორდალასს მათ შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გიორგის შრომა არ ეზარება.მონაცემებიც შესანიშნავი აქვს და რჩება მხოლოდ საქმეზე კონცენტრაცია.მოედანზეც და მის გარეთაც.თუ ეს გადალახა,შესანიშნავი მეკარე დადგება.წარმატებები გიორგი და ძირითადში ადგილის დამკვიდრება,ამ სეზონის ბოლოს-მომდევნოს დასაწყისში
სოსო
12:07 06-07-2021
0
დინამოს ვერაფერით ვერ გავუგე. საკუთარ კარგ მეკარეს უშვებ, როცა კარები გადირკულია. თუ გაყიდვა გინდათ, ევროასპარეზზე აჩვენეთ და ისე უფრო ძვირად გაყიდეთ.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული