ხვიჩამ სუპერგოლით 90-ე წუთზე "რუბინს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"პარიმატჩ პრემიერის" თასის პირველ მატჩში "რუბინმა" მოსკოვის ოლქის "ხიმკი" გასვლაზე 1:0 დაამარცხა.

ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ზურიკო დავითაშვილი ტურნირის განაცხადში არ შეიყვანა (სავარაუდოდ ისევ იჯარის წესით სხვა გუნდში გაუშვებენ), ხვიჩა კვარაცხელია კი შესვენების შემდეგ შეუშვა შეცვლაზე და მან თამაში უმალ გაამწვავა: ჯერ ზუევი გაიყვანა ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ მან ვერ გაიტანა, შემდეგ მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, 90-ე წუთზე კი მეურვე ჩამოიცილა, ბურთი მოწინააღმდეგის კარის ცხრიანში ჩააჭედა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

14 ივლისს "რუბინი"
მოსკოვში "ოტკრიტიე არენაზე" "სპარტაკს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ვუყურე მატჩს.ვერ ბიტყვი რომ მტლიანად გუნდი,ან ხვიჩა ფორმაში არიან.აშკარად დატვირთვების ქვეშ არიან და უჭირთ მწვავე თამაში,მაგრამ ბოლო წუთებზე,ხვიჩამ ჯერ მაგარი პასით გაამწვავა შეტევა,შემდეგ უკან მიიღო პასი,მოატყუა მცველი და მცირე რიკოშეტით,მაგრამ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.ხვიჩა მეორე ტაიმში შემოვიდა და ყნდა გითხრათ,რომ თამაშის დამთავრების შემდეგ,სანამ,კომენტატორები მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის,ხვიჩასაგან ინტერვიუს ელოდებოდნენ,რუბინმა გააგრძელა ვარჯიში და სანამ რეკლამას ჩართავდნენ,6 ასმეტრიანი გარბენი შეასრულეს მეორე ტაიმში შესულმა ფეხბურთელებმა.მერე კიდევ რამდენი გაირბინეს,რა თქმა უნდა ვეღარ ვნახე.დესპოტოვიჩი,მიკროფონთან მოვიდა,ხვიჩას გადაეხვია და მიკროფონს ჩასძახა,ხვიჩას ადგილი,მადრიდშიაო.რა თქმა უნდა არაფერს ნიშნავს,მაგრამ მაინც სასიამოვნოა.
სოსო
20:30 10-07-2021
0
კაია ფორმაში შედის და რაც მთავარია გოლების გატანა დაიწყო იმედია ეს სეზონი სადაც არ უნდა დაიწყოს გოლებებსაც გაიტანს წარმატებები ხვოჩა
ემიგრანტი
06:11 11-07-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული