კვარაცხელია საუკეთესოდ აღიარეს და "რუბინში" დარჩენის წინააღმდეგი არაა

AutoSharing Option
"რუბინის" გულშემატკივრებმა 2020/21 წლების სეზონში თავიანთი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად 20 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს, - ამის შესახებ სეზონის ონლაინშეჯამებისას გამოაცხადეს.

ხვიჩა ხუთჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ და მის თაობაზე ყაზანური კლუბის საიტი წერს: "ზედმეტი სიტყვების გარეშე! კვარა - 20/21 სეზონის მიხედვით, გულშემატკივართა მოსაზრებით, "რუბინის" საუკეთესო ფეხბურთელია".

კვარაცხელია ორჯერ ზედიზედ მიიჩნიეს რუსეთის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად.

Rsport-ი კვარაცხელიას ციტირებს: "სპარტაკთან" მატჩზე მივდივარ. მე ჯერ კიდევ "რუბინის" ფეხბურთელი ვარ. მეც მიყვარს ყაზანი. თუ "რუბინში" დავრჩები, მოხარული ვიქნები".

თავდამსხმელმა ჯორჯე დესპოტოვიჩმა
განაცხადა, რომ მათი მიზანი ჩემპიონატის მოგებაა, რაზეც მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კვერი დაუკრა და თქვა, რომ დესპოტს სრულად ეთანხმება.

"პარიმატჩ პრემიერის" თასზე "სპარტაკისა" და "რუბინის" მატჩი დღეს მოსკოვში, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
კიდე ერთ სეზონს რუბინში, მოყვება მეორე სეზონი, მერე მესამე და ასე დაემაგავსება ანანიძის კარიერას ხვიჩასი. რუსები რაიმე ავნონ ქართველს და საქართველოს და მაგ შანსს არ გამაზავენ. თუ დარჩა, დასრულდა მაგის კარიერა. არასდორ არცერთი დიდი ფეხბურთელი არ გამოსულა რუსეთის ჩემპიონატიდან!
7
ქართული პასპორტი დიდად არაფერ შუაშია? ქინქლაძეს არ ჰქონდა ქართული პასპორტი? კობიაშვილი კალაძე, არველაძე, ყაველაშვილი ცხადაძე იაშვილი ცქიტიშვილი, ზამთარაძე დემეტრაძე, ქეცბაია, ხიზანიშვილი, მაგრამ ითამაშეს მანდ, ჩვენ ვხედავთ რომ ხვიჩა მაგარია, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა ალბათ ეგრე თვლიან სკაუტები, მათი საქმე ხომ ესაა, იქ ფულის ამბავიცა და ასე შემდგომ, ვფიქრობ აჯობებს დაველოდოთ, წინასწარ ჩვენი გადაწყვეტილებით თქმას აზრი არა აქვს და როცა არ ვიცით რა მოხდება, სჯობია დსველოდოთ და მერე ვთქვათ უკვე ჩვენი აზრი, მეტი კითხვა და სათქმელიც გვექნება
ზუკა
16:02 14-07-2021
1

სიახლეები პოპულარული