"რუბინის" გულშემატკივრებმა 2020/21 წლების სეზონში თავიანთი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად 20 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს, - ამის შესახებ სეზონის ონლაინშეჯამებისას გამოაცხადეს.
ხვიჩა ხუთჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ და მის თაობაზე ყაზანური კლუბის საიტი წერს: "ზედმეტი სიტყვების გარეშე! კვარა - 20/21 სეზონის მიხედვით, გულშემატკივართა მოსაზრებით, "რუბინის" საუკეთესო ფეხბურთელია".
კვარაცხელია ორჯერ ზედიზედ მიიჩნიეს რუსეთის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად.
Rsport-ი კვარაცხელიას ციტირებს: "სპარტაკთან" მატჩზე მივდივარ. მე ჯერ კიდევ "რუბინის" ფეხბურთელი ვარ. მეც მიყვარს ყაზანი. თუ "რუბინში" დავრჩები, მოხარული ვიქნები".
თავდამსხმელმა ჯორჯე დესპოტოვიჩმა
განაცხადა, რომ მათი მიზანი ჩემპიონატის მოგებაა, რაზეც მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კვერი დაუკრა და თქვა, რომ დესპოტს სრულად ეთანხმება.
"პარიმატჩ პრემიერის" თასზე "სპარტაკისა" და "რუბინის" მატჩი დღეს მოსკოვში, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.