ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ხვიჩა დიდი მოთამაშეა და 3.5 ძალიან დიდი კლუბის ოფიციალური წინადადება გვაქვს" - ამბობს "რუბინის" დირექტორი

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნახევრმცველი ხვიჩა კვარაცხელია ამ ზაფხულს "რუბინს" არ დატოვებს და თავადაც თქვა, რომ დარჩენის შემთხვევაში მოხარული იქნება.

ყაზანური კლუბიდან ყველაზე დაუფარავად ტრანსფერებზე სპორტული დირექტორი ოლეგ იაროვინსკი საუბრობს და მან სიტუაცია განმარტა.

"რატომ არ გავყიდეთ აქამდე ხვიჩა? მთელმა ისტორიამ ამასთან დაკავშირებით შემობრუნება გაცილებით ადრე დაიწყო, ჯერ კიდევ მაისში, როდესაც ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა დახურული იყო. ეს დიდი მოთამაშეა და რათა ასეთი გარიგება გაჩარხო, ცაში ვარსკვლავები სწორად უნდა შეიყარონ.

ხვიჩათი საკმაოდ ბევრი კლუბი ინტერესდება. ჩვენ 3.5 ოფიციალური წინადადება გვაქვს. ესენი
ძალიან დიდი ორგანიზაციებია. შესაძლოა, ერთი მხრივ კარგიცაა, რომ ჯერ არ გავყიდეთ. არაა გამორიცხული, პრემიერლიგაზე ჩვენთან ერთად აიღოს სტარტი. ევროპის ჩემპიონატი მხოლოდ ახლა დასრულდა. ცოტა მოიცადეთ", - ციტირებს იაროვინსკის Sport24.

და კიდევ: "რუბინმა" შვედი მცველი კარლ სტარფელტი "სელტიკს" 5 მილიონ ევროდ მიჰყიდა, კლუბის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა კი თქვა, რომ ეს კვარაცხელიას პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებული არ არის და ფეხბურთელების გასაყიდად მუდამ მზად არიან.

ასევე დაგაინტერესებთ