ხვიჩა კვარაცხელია ტრანსფერის თაობაზე საუბრობს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკთან" დიდი ანგარიშით მარცხის (0:4) შემდეგ "რუბინის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ sport-express-თან კომენტარი გააკეთა და საკუთარ სატრანსფერო საკითხსაც შეეხო:

"არა უშავს, ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩი იყო. დაახლოებით 10 დღეში ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ვისაუბრებთ მწვრთნელთან და ამ თამაშში დაშვებულ ყველა შეცდომას დეტალურად განვიხილავთ.

და რა თქვა სლუცკიმ გასახდელში? არაფერი, რადგან ყველაფერი კარგადაა. ეს იყო არაოფიციალური თამაშები, სადაც ახალგაზრდა მოთამაშეები გამოიცადნენ...

სატრანსფერო ამბებს რაც შეეხება, ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ის მხოლოდ სექტემბერში სრულდება. ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა.
ჩემთვის ახლა რთულია ამაზე საუბარი, მოდით, ცოტაც დაველოდოთ."

"რუბინი" კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას 17 ივლისს, "სოჭის" წინააღმდეგ გამართავს, რუსეთის პრემიერლიგა კი 24 ივლისს დაიწყება.

alt"ხვიჩა დიდი მოთამაშეა და 3.5 ძალიან დიდი კლუბის ოფიციალური წინადადება გვაქვს" - ამბობს "რუბინის" დირექტორი

altკვარაცხელიას "რუბინი" "სპარტაკთან" განადგურდა - ეს ტაქტიკური სვლა იყო?



მკითხველის კომენტარები / 3 /
დაანებეთ რა ამ ბიჭს თავი , თუ იქნა შემოთავაზება ტოპ კლუბებიდან კარგი იქნება.თუ არა და ევროპა ლიგაზე გავიდა " რუბინი" ხალხნო და სხვათა შორის ძლიერი კლუბია და ნახეთ რუსეთის ჩემპიონობისთვის თუ არ იბრძოლებს კიდეც .ასე რო თუ ერთი სეზონი აქ დარჩა პირიქით უკეთესია , რუბინში ძირითადშია ეს კაცი და ვინ იცის იქნებ ეს უფრო უკეთესია მისი პროგრესისთვის.ასე რომ ცოტაც მოითმინეთ ხვიჩამ თავად უკეთ იცის მისი საქმე ბავშვი ხომ არ არის.
თემო
08:37 17-07-2021
0
ფული ჯოჯოხეთს ანათებს, მაგხელა ანაზღაურებად კლუბში კაი ხანი ვერ მოხვდება, ეხლა კი ეგ და ჯუღელი დგანან "სტანოკთან".
ანდრო
10:53 16-07-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული