"ეს მამარდაშვილის შანსებს ზრდის" - "ვალენსია" ძირითად კიპერს ასხვისებს

AutoSharing Option
ესპანური eldesmarque "ვალენსიას" მეკარეებზე წერს და კლუბში ახლახან ჩარიცხულ გიორგი მამარდაშვილს ძირითადი გუნდის მესამე მეკარედ მოიაზრებს:

"გასულ სეზონში "ვალენსიას" ძირითადი კიპერი ხაუმე დომენეკი იყო, ნიდერლანდელ იესპერ სილესენს კი "კოპა დელ რეის" მატჩებში ვხედავდით. "ვალენსიას" მთავარ მწვრთნელ ხიმენეს ბორდალას სურს, მიმდინარე სეზონში სილესენს დაეყრდნოს.

კლუბი დომენეკის გასხვისებაზე ფიქრობს, მაგრამ ამას ხელს მისი მაღალი სატრანსფერო თანხა უშლის. წელს უფრო მეტი ნდობა კრისტიან რივერო საბატერს უნდა ჰქონდეს. ყველაფერი ეს გიორგი მამარდაშვილის შანსებს ზრდის და მას საშუალება ექნება, მეორე გუნდის გარდა, "ვალენსიას" ძირითადი შემადგენლობის
წევრი, როგორც მესამე მეკარე, იყოს."

altმამარდაშვილი უკვე "მესტალიაზეა" და "ვალენსიაში" შეკრებას იწყებს

altmundo deportivo: მამარდაშვილის გამო "ვალენსია" სასწრაფოდ რომელიმე მეკარემ უნდა დატოვოს




მკითხველის კომენტარები / 3 /
ნებისმიერი ფეხბურთელისათვის ჯობია ქონდეს მუდმივი პრაქტიკა და სათამაშო დრო დაბალი დონის გუნდში ვიდრე ტოპ გუნდში ხეხავდეს სკამს. წარმატებები გიორგის და 1 მეკარე გამხდარიყოს ვალენსიაში, უნდა აჯობოს თავის თავსაც და სხვასაც, იქ ნაცნობოით შემადგენლობას არავინ დააყენებს.
ქართველი
16:37 16-07-2021
0
ქოჩორას მაგ. არ კმარა? ვუჭი რამდენი ხანია ლა-ლიგაში ირიცხება და პრაქტიკყლად არც უთანაშია, არა ვაწვებით ესპანეთს, ინგლისს და კოსმოსს და მყარად ვზივართ სჯამზე.
gela
12:26 16-07-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული