ესპანეთის მეორე ყველაზე პოპულარული გამოცემა AS "ვალენსიას" მეკარეების შესახებ წერს და გუნდის ქართველ ახალწვეულს აქებს.
"გუნდის მწვრთნელ ხოსე ბორდალასს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს: "ვალენსიას" ძირითადი კიპერი იასპერ სილესენი იქნება, ხოლო მეორე მეკარეობისთვის ხაომე დომენეკი, კრისტიან რივერო და გიორგი მამარდაშვილი იბრძოლებენ.
წესით, კრისტიან რივეროს გუნდი იჯარის წესით უნდა დაეტოვებინა, მაგრამ "ღამურებში" უთხრეს, რომ მეორე მეკარის სტატუსისთვის ბრძოლა შეეძლო. 23 წლის კარის დარაჯს სათამაშო წუთები სჭირდება და სეზონისწინა ეტაპი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
იქვეა ხაომე დომენეკი, რომელიც ძირითად გუნდში მე-7 სეზონს ატარებს და
ჭორების მიუხედავად, "ვალენსიას" არ დატოვებს. ხაომე ყოველთვის ბოლო არჩევანი იყო, თუმცა სათამაშო დროს სულ იღებდა.
და ბოლოს ყველაზე დიდი სიურპრიზი - გიორგი მამარდაშვილი. ახალმოსულმა ქართველმა პირველი სენსაცია უკვე შემოგვთავაზა - ვარჯიშებზე საიმედო თამაშით მთელი "ვალენსია" გააოცა, განსაკუთრებით, რამდენიმე თანაგუნდელი. 12 დღის წინ მოსულმა მამარდაშვილმა ადაპტაციის ეტაპი უპრობლემოდ გაიარა. "შავ-თეთრებში" მის მეორე გუნდში თამაშს განიხილავდნენ, თუმცა ვარჯიშებზე ნაჩვენები საიმედოობით პირველ გუნდში სათამაშო წუთების მიღების მშვენიერი შანსი გაუჩნდა. მოკლედ, ბორდალასი სერიოზული დილემის წინაშე დგას"...