ქართველების "ვოლფსბერგერმა" სეზონი გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის "ვოლფსბერგერმა" სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა - ავსტრიის თასის პირველ რაუნდში გასვლაზე დამაჯერებლად სძლია "ვინერს" (3:0) და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

"ვინერი" ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი და სახელოვანი კლუბია, მაგრამ ახლა კარგი დროება არ უდგას, რეგიონულ ლიგაში ასპარეზობს და ბუნდესლიგის წარმომადგენელმა იოლად დაამარცხა.

ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორბელიძე 74-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

25 ივლისს, ბუნდესლიგის პირველ ტურში "ვოლფსბერგერი" სტუმრად "კლაგენფურტს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძირითადის კაცი ლოჩოშვილია და არა გიორბელიძე და ნაკრებში შანსი გიორბელიძეს ეძლევა და არა ლოჩოშვილს, ცოტას უცნაურია, არა იმას არ ვამბობ გიორბელიძე არ უნდა გამოვიძახოთ, მაგრამ ლოჩოს იგნორი გასაკვირია.
fff
17 ივლისი 2021 11:12
5
ძირითადის კაცი გიორბელიძეა,ლოჩო იყო მარა იმდენი .... აკეთა რომ უკვე კაიხანია აღარ არის
ბაჩი
17 ივლისი 2021 19:02
0
ლოჩოშვილის ერთ ნებისმიერ თამაშს უყურე და აღარაფერი გაგიკვირდება. ის უფრო გასაკვირია ავსტრიაში როგორ მოხვდა
Superman
17 ივლისი 2021 17:31
0
გადახედე ბოლო სეზონს და ნახავ რომ გიორბელიძე იყო ვოლფსბერგერის ძირითადში, ლოჩოშვილი კი ძირითადად შეცვლებზე შედიოდა ან სკამზე იჯდა.
Georgian
17 ივლისი 2021 19:48
0

სიახლეები პოპულარული