
ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის "ვოლფსბერგერმა" სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა - ავსტრიის თასის პირველ რაუნდში გასვლაზე დამაჯერებლად სძლია "ვინერს" (3:0) და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
"ვინერი" ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი და სახელოვანი კლუბია, მაგრამ ახლა კარგი დროება არ უდგას, რეგიონულ ლიგაში ასპარეზობს და ბუნდესლიგის წარმომადგენელმა იოლად დაამარცხა.
ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორბელიძე 74-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
25 ივლისს, ბუნდესლიგის პირველ ტურში "ვოლფსბერგერი" სტუმრად "კლაგენფურტს" შეხვდება.