ბელარუსიდან ეროვნულ ლიგაში - "ლოკომოტივი" გაძლიერდა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივმა" 2021 წლის ზაფხულის პირველი ტრანსფერი განახორციელა - გუნდში 29 წლის ნახევარმცველი გეგა დიასამიძე ჩაირიცხა, ხელშეკრულება კი ერთი წლით განისაზღვრა - ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება.

თბილისელთა ახალწვეული ბოლოს ბელარუსულ "შახტიორში" გამოდიოდა, სადაც 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ნახევარმცველი "ლოკომოტივის" წევრი 2015- 17 წლებში იყო და ამ კლუბის მაისურით 11 გოლის ავტორი გახდა. ამის შემდეგ,  დიასამიძემ "საბურთალოში" 2 სეზონი გაატარა, სადაც გუნდს 18 შედეგიანი დარტყმით დაეხმარა.

შეგახსენებთ, ეროვნული ლიგის 21 ტურის შემდეგ, "ლოკომოტივი" მე-5 საფეხურს იკავებს.

alt"დილამ" "ლოკომოტივი"

დაამარცხა და მესამე ადგილზე დამკვიდრდა [VIDEO]

altთბილისის „დინამო“ კაცნაკლულ „სამგურალთან“ დამარცხდა, „თელავმა“ 90+4-ე წუთზე იმარჯვა, "ლოკომოტივი" სამეულში შევიდა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 7 /
ჯჯჯ-ს და ქომაგს - - - სოლიგორსკის შახტიორი არის ბელარუსიის ჩემპიონი. ეხლა იგოვე ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი ბატე რომ ჩამოვა და ორი მატჩის ჯამში ბურთს თავზე დაახევს ბათუმის დინამოს, მერე იქნებ ცოტა დაფიქრდეთ
QT
19 ივლისი 2021 11:10
7
ბატე ჩამოვა არ ჩამოვა დაახევს არ დაახევს არ ვიცი მაგრამ ეს გაძლერება არ არის გვაქვს ნანახი ევროთასებზე როგორ თამაშობდა საბურთალოში.
ნიკო
19 ივლისი 2021 13:55
0
და ბატემ რომ ბათუმს ბურთი ვერ დაახიოს თავზე, შენ სიტყვებს უკან წაიღებ?
რობერტინიო
19 ივლისი 2021 13:28
0
gazlierda ki ara dasustda, kirkitadze tavida)))diasamidze kidev belarusiashi tavs,rom ver gamoichen aba ra vtkva...
qomagi
19 ივლისი 2021 00:58
1
ტიპი სილეგორსკში ჩაბლავდა და ესენი გაძლიერდაო იძახიან, კაით რა სირცხვილია.
jjj
18 ივლისი 2021 18:19
6
სოლიგორსკის შახტიორი არის ბელარუსიის ჩემპიონი. ეხლა იგოვე ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი ბატე რომ ჩამოვა და ორი მატჩის ჯამში ბურთს თავზე დაახევს ბათუმის დინამოს, მერე იქნებ ცოტა დაფიქრდე
QT
18 ივლისი 2021 23:04
4
ჯერ ერთი შედარებით ნორმალურად გამოდიოდა სალიგორსკში და მწორეც სალიგორსკის დონის გუნდი საქართველოს ჩემპიონატში დღეს არ არის
MT
18 ივლისი 2021 18:58
1

სიახლეები პოპულარული