ეროვნული ლიგის 21-ე ტურში „დილამ“ საკუთარ მოედანზე „ლოკომოტივი“ 2:1 დაამარცხა.
ეს, ფაქტობრივად, ექვსქულიანი მატჩი იყო, მეტად საინტერესოდ წარიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - „დილამ“ „ლოკომოტივს“ მეოთხე ადგილი მესამეთი გაუცვალა.
7 აგვისტოს „ლოკომოტივი“ „შუქურას“ უმასპინძლებს, „დილა“ კი წყალტუბოში „სამგურალს“ დაუპირისპირდება.
გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - ლოკომოტივი 2:1
გოლები: 1:0 კაპანაძე (18), 1:1 გავაშელიშვილი (62), 2:1 კამარა (71)
დილა (4-1-2-3): გუგეშაშვილი, მაისაშვილი (კ), სანტოსი, სილვა (ჭიჭინაძე 90+3), ეტოუ, მოსიაშვილი, ნონდი, ბიძინაშვილი (ნემსაძე 60), ღუდუშაური (ბუღრიძე 12), კაპანაძე, კამარა
მწვრთნელი: დემჩენკო
ლოკომოტივი (4-2-3-1): თევდორაძე, გაბაძე (მუკბანიანი 86), სანდოხაძე, ქველაძე (მჭედლიშვილი 60), უბილავა (კ), დარცმელია, სამურკასოვი (ჭიაბრიშვილი 78), იმრანი, კირკიტაძე (კახაბრიშვილი 60), სიხარულიძე, გავაშელიშვილი (იაკობიძე 78)
მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი