fussballtransfers: "გლადბახი" კვარაცხელიას ტრანსფერზე ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს

AutoSharing Option
fussballtransfers-ის ჟურნალისტი ფონ ნიკლას შაიფერი გერმანულ Sky-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "გლადბახი" ზაფხულში ორი გარემარბის შეძენას ცდილობს: 20 წლის ხვიჩა კვარაცხელიასა და 23 წლის რომაინ ფავრის, რომელიც საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი იყო:

"გლადბახში ამჟამად სატრანსფერო "საცობია", მაგრამ ეს მომზადებისთვის ხელს არ უშლის. ორ პოტენციურ ახალწვეულს უკვე დაუკავშირდნენ. მაქს ებერლის სატრანსფერო ბაზარზე გასასვლელად სახსრები არ გააჩნია. კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯერ ვერც ერთი თავისი ვარსკვლავის გაყიდვა ვერ მოახერხა. ასე რომ, მოცემულ მომენტში ქვემო რეინში ახალი ფეხბურთელების გადასაბირებლად ფული არ ჰყოფნის.

ის მოლაპარაკებას უკვე
აწარმოებს, რათა სწრაფად მოახდინოს დიდი ბაზრის დინამიკაზე რეაგირება - გარემარბები ხვიჩა კვარაცხელია და რომაინ ფავრი.

Sky-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "გლადბახი" უკვე ინტენსიურად აწარმოებს მათ ტრანსფერზე მოლაპარაკებას. ქართველი კვარაცხელია, მიუხედავად ასაკისა, "რუბინის" ერთ-ერთი ლიდერია (სეზონის 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა). მისი გამოყენება ორივე ფლანგზე შეიძლება, თუმცა მარცხნივ თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს. მას ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული.

მეორე კანდიდატი ფავრი ამა წლის დასაწყისში უკვე მოექცა ლიგაში "გლადბახის" მეტოქეების - "ბაიერისა" და "დორტმუნდის" ინტერესის სფეროში. ფრანგიც უპირატესად მარცხნივ თამაშობს და სეზონის პრეზენტაბელური სტატისტიკა გააჩნია (37 მატჩი, 6 გოლი, 5 საგოლე პასი). ხელშეკრულებით ბრეტონულ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ინტენსიურიი? არ მჯერა!
ლევანი
20 ივლისი 2021 14:01
2
Yvelaze idealuri varianti xvichastvis ikneba, AIAKSI! namdvilad iq xvicha chamoyalibdeba rogorc profesionali, da isedac zustad Aiaksshi rogorc tamashoben, swraf da teqnikur fexburts, es xvichas stilshic jdeba....... exla fulze nu aketebt aqcents, roca profesionalizmze aris saubari, da mere kii dzalian did fuls gamoimushavebs
Dato
20 ივლისი 2021 13:26
4
ცოტა დიდ გუნდებთან თამაშს უნდა შეეჩვიოს,ჰოლანდიაში კი რუსეთზე დაბალი დონის გუნდებია
მიშა
20 ივლისი 2021 15:20
2
მთელი თამაში მაღალ ტემპში ვერავინ თამაშობს. მესი და რონალდოც კი. შეიძლება 1 ან 2 თამაში გადააბა ინტენსიური მაღალი ტემპით მაგრამ ეგრე არ ხდება. სეზონი ძალიან გრძელია და ძალების გადანაწილება აუცილებელი. თორემ შემდეგ იქნება დაუსრულებელი ტრამვები
მინდია
20 ივლისი 2021 13:07
0
xvicha rcheba tels rubinshi...tkvilad tavs nu iglit zurnalistebi mosalodneli transferebis shesaxeb, xalxi nu dagalet))))
qomagi
20 ივლისი 2021 12:09
4
გერმანიაში მაინც ძალიან ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობენ და ხვიჩას,ფიზიკურად ძალიან ბევრი ექნება მოსამატებელი.ხვიჩას ხომ რუსეთშიც უჭირს, მთელი თამაშის განმავლობაში,ტემპის გაძლება.
სოსო
20 ივლისი 2021 11:57
7
გამორიცხული ვარიანტია. რუბინი 30 მილიონს ადებს ფასს და გერმანელები ფეხბურთელში ძვირს არასდროს იხდიან. ბაიერნმა კროოსი გაყიდა 30 მილიონად რეალში
რა გლადბახი?
20 ივლისი 2021 10:57
1
როგორ არ გბეზრდებათ ერთი და იგივე.
ჯაბა
20 ივლისი 2021 10:54
5
არა მგონია მისი ფიზიკით თუ არ მოუმატა გლადბახში გაქაჩოს ბუნდესლიგაში ძალიან ბევრი ორთაბრძოლების ბურთის ართმევსშიც ძალინ მოიკოჭლებს ხშირ შემთხვევაში გადაწყობა ვერ ახერხებს შეტევიდან თავდაცვაში. ჩემი აზრით მაინც ამ ეტაპზე ესპანეთის ლა ლიგა საშუალო გუნდში გადასვლა ჯობდა სევილია ვალენსია სადაც ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ ყოველ შემთხვევაში რუსეთს მაინც ჯობია. წარმატებები ხვიჩას
ისიდორე
20 ივლისი 2021 09:52
10
არ ვიცი რამდენად რეალურია , მაგრამ ამ ეტაპზე იდიალური იქნებოდა.
Joko
20 ივლისი 2021 09:14
0
რუბინში მაიკებზე ვინც აწერს მეგრელი ძღაბია ალბათ და ეუბნება-ნახე შენი სახელი მოვქარგე ხ ვ ი ჩ ა
Levani
20 ივლისი 2021 09:02
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული