Golden boy-2021-ზე კვარაცხელია პირველ ადგილს იკავებს

AutoSharing Option
Golden boy-2021-ის გამოსავლენად გულშემატკივართა ხმების მიცემა გრძელდება, ხვიჩა კვარაცხელია კი პირველ ადგილზე გადავიდა. ქართველ ფეხბურთელს 41 633 მონაწილიდან  მხარს 13 694 (32.9%) უჭერს.

"ბეშიქთაშის" თურქ კიპერ ერსინ დასტანოღლუს მხარდამჭერთა რაოდენობა 13 525-ს (32.5%) შეადგენს.

"ბარსელონას" ნახევარმცველი პედრი ლიდერებს უკვე საკმაოდ ჩამორჩა (17.5%, 7292 ხმა).

შეგახსენებთ, იტალიური Tuttosport-ის მიერ ორგანიზებული ჯილდოს მფლობელის გამოვლენის ბოლო ეტაპზე საქმეში ავტორიტეტული სპორტული გამოცემების ჟურნალისტებიც ჩაერთვებიან.

კვარაცხელიასთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ


altGolden boy-2021 - კვარაცხელია 1-ელ ადგილს უახლოვდება


მკითხველის კომენტარები / 19 /
"რაღაცნაირი" კომენტარების ავტორებს მინდა ვუპასუხო, რომლებსაც კვარაცხელიას ტალანტში ეჭვი ეპარებათ - ტრანსფერმარკტზე, ამ დროისთვის, ხვიჩა ყველაზე ხშირად ნახვადი ფეხბურთელია. გადახედეთ, მაგალითად, გლადბახის ფანების კომენტარებს - ისინი ხომ ქართველები არ არიან? ნახეთ რებს წერენ, როგორ უნდათ, რომ რამენაირად მოახერხოს კლუბის ხელმძღვანელობამ ხვიჩას გადაბირება. საიტი გლადბახში მის გადასვლას 36 პროცენტიანი ალბათობით აფასებს. ასე რომ ნუ ქილიკობთ - უბრალოდ გაიხარეთ ამ ბიჭის ნიჭით. რაც შეეხება "ბარსელონასა" და "რეალს", სულაც არ სჭირდება ამ ეტაპზე, ჩემი აზრით - ასეთი დონის კლუბში ურჩევნია გადასვლა.
გიორგიპირველი
12:02 20-07-2021
0
ფორმატის შესახებ ან არ იცით ან არ წერთ. ყოველი თვის 15 რიცხვში პრეტენდენტებს ბოლო 20 ფეხბურთელი აკლდება. ანუ თუ თავიდან 100 პრეტენდენტი იყო, 15 ივლისს 20 მოაკლდა და ხმის მიცემა ახლიდან დაიწყო. ასე იქნება 15 ოქტომბრის ჩათვლით. ანუ 15 ოქტომბერს დასახელდება 20 საუკეთესო და მანდ გაჩაღდება დიდი ბრძოლა გულშრმატკივრებს შორის. თუმცა საბოლოო შედეგი მხოლოდ გულშემატკუვარზე არ იქნება დამოკიდებული. ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ და ყოველდღე, ოქტომბრამდე ხმა მივცეთ ჩვენს ფავორიტს და თუ ოქტომბრის კენჭისყრაზეც პირველ ადგილზე იქნება ხვიჩა, ამის იგნორირება ყცელას გაუჭირდება, მათ შორის მსოფლიოს წამყვანი გამოცემების ჟურნალისტებსაც. ოქტომბრამდე კი ხვიჩა არაერთ საფეხბურთო სასწაულს ჩაიდენს და დიდი ალბათობით უმეტეს ნაეილს უკვე სევილიას მაისურით. და პრიმერაში გაბრწყინების იგნორირება კიდევ უფრო რთული იქნება.
zaza
13:17 20-07-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული