"გლადბახი" თანხას ასახელებს, მოლაპარაკებებს კი ერთ შემთხვევაში დაიწყებს

AutoSharing Option
გუშინ, 19 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "გლადბახი" "რუბინის" ქართველი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერითაა დაინტერესებული.

"ხვიჩა საინტერესო ფეხბურთელია, თუმცა ძვირია. გერმანელები ხვიჩას სანაცვლოდ 15-20 მილიონ ევროს ჩამოდიან, მოლაპარაკებებს კი მას შემდეგ დაიწყებენ, რაც გუნდს ერთ-ერთი ფორვარდი დატოვებს" - წერს Sky Sports-ის ჟურნალისტი მაქს ბიეფელდი საკუთარ "ტვიტერზე".

კვარაცხელიას მიმართ ინტერესს ასევე სხვა ტოპ-გუნდებიც იჩენენ, როგორებიც არიან "იუვენტუსი", "მილანი", "ატალანტა", "ბაიერნი", "სევილია", "აიაქსი" და "ლიდსი".

ხვიჩა "რუბინში" 2019 წელს "რუსთავიდან" გადავიდა, გასულ სეზონში კი საქართველოს ნაკრებისა და "თათრების" ლიდერმა 23 შეხვედრა გამართა და
თავი 4 გოლითა და ამდენივე ასისტით გამოიჩინა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით




მკითხველის კომენტარები / 2 /
რაღა ნეიმარის ერთ დროს 'დაუსრულებული" საგა, რომელმაც ტვინი დაგვიბურღა და რაღა ჩვენი ხვიჩას, "ბურუსით მოცული" საგა.
გია
20 ივლისი 2021 17:50
5
ჩემი აზრით რუბინი მადაზე არის მოსული და დიდი ფულის მიღება უნდა,მთავარი მათვის დიდი ფულია! ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ან დიდი ფული მიიღონ,ან დაიტოვონ ხვიჩა და არ გაუშვან არსად! კვარაცხელიას ინტერესები ნაკლებად ადარდებთ! აგენტი ჯუღელიც გაურკვევლად იქცევა,რაღაც ეჭვებს აჩენს მისი მოქმედებები!
kaxa
20 ივლისი 2021 17:37
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული