"ორივე გუნდი კარგად დაკომპლექტებულია და სტაბილური შემადგენლობა ჰყავთ. "პრემიერის თასზე" "სპარტაკმა" მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, სადაც "რუბინი" 4:0 დაამარცხა, თუმცა გუნდების ნამდვილ ძალას ოფიცილური შეხვედრა გამოაჩენს.
"რუბინი" ჯერჯერობით არ დასუსტებულა, რადგან ქართველი ლიდერი შეინარჩუნა. თუმცა
ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვით კლუბი დიდ თანხას გამოიმუშავებს, რითაც შესაძლებელი იქნება, მისი შემცვლელი ან რამდენიმე მოთამაშე
რუსეთის პრემიერლიგა კი წელს რთულად პროგნოზირებადი იქნება."
"რუბინისა" და "სპარტაკის" მატჩი 24 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. 45 105-იან "კაზან არენაზე" სტადიონის ტევადობის მხოლოდ 30%-ს დართეს თამაშზე დასწრების უფლება და ერთი დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია.
კვარაცხელიასა და "რუბინის" რევანშის შანსი - "სპარტაკთან" მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია