კვარაცხელია თუ გრძელი სათადარიგოთა სკამი? - "რუბინის" ექსმწვრთნელი მსჯელობს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 2021-22 წლების სეზონის პირველ მატჩში ყაზანის "რუბინი" მოსკოვის "სპარტაკს" უმასპინძლებს. football24-მა შეხვედრის წინ დმიტრი კუზნეცოვი ჩაწერა. 55 წლის სპეციალისტი სხვადასხვა დროს ორივე კლუბს წვრთნიდა. ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზეც ისაუბრა:

"ორივე გუნდი კარგად დაკომპლექტებულია და სტაბილური შემადგენლობა ჰყავთ. "პრემიერის თასზე" "სპარტაკმა" მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, სადაც "რუბინი" 4:0 დაამარცხა, თუმცა გუნდების ნამდვილ ძალას ოფიცილური შეხვედრა გამოაჩენს.

"რუბინი" ჯერჯერობით არ დასუსტებულა, რადგან ქართველი ლიდერი შეინარჩუნა. თუმცა
ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვით კლუბი დიდ თანხას გამოიმუშავებს, რითაც შესაძლებელი იქნება, მისი შემცვლელი ან რამდენიმე მოთამაშე
შეიძინოს. ყაზანელებს ორ ფრონტზე მოუწევთ ბრძოლა და გრძელი სათადარიგოთა სკამია საჭირო.

რუსეთის პრემიერლიგა კი წელს რთულად პროგნოზირებადი იქნება."

"რუბინისა" და "სპარტაკის" მატჩი 24 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. 45 105-იან "კაზან არენაზე" სტადიონის ტევადობის მხოლოდ 30%-ს დართეს თამაშზე დასწრების უფლება და ერთი დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია.

altკვარაცხელიასა და "რუბინის" რევანშის შანსი - "სპარტაკთან" მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია


მკითხველის კომენტარები / 6 /
გადაწყდა ოფიციალურად რუბინიდან კვარაცხელია რეალის სამიზნე გახდა,მაგრამ ამდროს ბარსას მიზანში ყავს,რეალი თუ ბარსა?
tula
14:35 23-07-2021
19
ინიშნება ჩარტერი ზუგდიდი-მოსკოვები-ზუგდიდი.
sergo
18:21 23-07-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული