"გენტის" მწვრთნელმა ჩაკვეტაძის უთამაშებლობის მიზეზი განმარტა

AutoSharing Option
"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა კონფერენს ლიგაზე "ვოლერენგას" 4:0 დამარცხების შემდეგ nieuwsblad-თან გუნდისა და გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

"იარემჩუკი ჯანმრთელი დაბრუნდა, თუმცა რა თქმა უნდა, სასურველ კონდიციებში არ იმყოფება.  ინდივიდუალურად ემზადება. ამდენად ჯერ ვერ ვათამაშებთ. ეს გარკვეულ ხანს გასტანს.

თუ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავედით, გაძლიერება დაგვჭირდება და გუნდში ბევრ ახალ სახეს იხილავთ. ეს ახალწვეულების - ბაიოსა და ოკუმუს სათამაშო შანსებს ზრდის, რომელთაც ჩვენთან მოსვლისას მცირე ფიზიკური პრობლემები ჰქონდათ, ახლა კი 90 წუთი სათამაშოდ მზად არიან.

ჩაკვეტაძემ "სენტ-ტრუიდენის" ხელოვნურსაფარიან მოედანზე
მიიღო ტრავმა და სწორედ ამიტომ არ სურს მომავალ უქმეებზე ამავე არენაზე თამაში. არც ხუთშაბათს "ვოლერენგასთან" განმეორებით მატჩში არ მიიღებს მონაწილეობას, ვინაიდან ნორვეგიულ გუნდსაც ხელოვნურსაფარიანი მოედანი აქვს. ჩვენ მას შემდეგ ისევ დავაკვირდებით".

"გენტი" 25 ივლისს ბელგიის ჩემპიონატის პირველ ტურში გასვლაზე "სენტ-ტრუიდენს" დაუპირისპირდება, 29 ივლისს კონფერენს ლიგაზე სტუმრად "ვოლერენგას", ხოლო 1-ელ აგვისტოს ჩემპიონატის მეორე ტურში "ბეერსხოტს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
სათფურში
ზაზა
24 ივლისი 2021 23:34
1
გითამაშიათ ხელოვნურსაფარიან მოედანზე საფეხბურთო ბუცებში (football shoes with studs)?
თუ არ იცით საგანი, რატომ წერთ უაზრო კომენტარს?!
ქ. გ.
24 ივლისი 2021 15:41
1
ძალიან კარგია, რომ გიო ხელოვნურ საფარს ერიდება!!!
ქ. გ.
24 ივლისი 2021 15:39
1
თუ ვინმემ ფეხბურთი იცის აქ იმათ შორის ვინც აკომენტარებს დამეთანხმება, რომ შეუძლებელია ჩაკვეს დონის ტალანტი ტრამვამ გააქროს, მაპატიოს სუყველამ, მაგრამ ჩაკვე არაა არც ანანიძე, არც ყენია და არც თარგამაძე. ჩაკვე ბევრად დიდი ტალანტია, მე ქინქლაძესთან ახლოსაც კი დავაყენებდი.

გიო შე ძაან მაგარო, გული არ გაიტეხო, საოცარი ტვინი გაქვს ძმაო, ტრამვამ ფიზიკური შესაძლებლობები რომ შეგისუსტოს, გონებრივს ვერაფერს დააკლებს. ასე რომ მიდი შეგიძლია დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი ოქროს ბურთი მოიგო.
sul2
24 ივლისი 2021 14:42
4
Ძალინ სამწუხაროა,რადგან დიდი ფეხბურთის თამაშს საუკეთესო კნდიციები სჭირდება და ვინც წერს რომ არაუშავს ტრამვა მაინც ითამაშებსო ფეხბურთი არ იცის .3წელია არაფერი უკეთებია და პლიუს როდის ჩადგება ფორმაში ამასთან ტრამვებზე და მრავალი ნიუანსია რაც დიდ ფეხბურთს სჭირდება, სპორტი დაუნდობელი რამ არის ,მით უმეტეს ფეხბურთი ,ოდნავი მოდუნებაც და ჩაგიქროლებს წლებიც და კონკურენტებიც.
Ღმერთმა გამძლეობა მისცეს
Terenti
24 ივლისი 2021 16:05
2
საფეხბურთო ღმერთს უნდა დავაბრალოთ თუ ჩვენს ბედს? თუ ჩვენი ბავშვთა ფეხბურთია სასტიკად ცუდი? ყენიაზე რომ დამწყდა გული მაგის მერე აღარ მეგონა ეგრე თუ გამიტყდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ჩაკვეტაძის ფეხბურთის მე აღარ მჯერა.. ბოლოს ნაკრებში მგონი ლატვიასთან იყო უტრავმო ჩაკვე... მაგის მერე კიდე 3 წელი გავიდა და რავი რისი იმედი უნდა გქონდეს კაცს?!
ქართველი
24 ივლისი 2021 10:38
8
თვითონ რა ჯისისა “ბრძანდები”?!
შენ
24 ივლისი 2021 19:21
2
აი ამ დისლაიქებს რომ მიწერენ ეგ რა ჯიშის ხალხია კიდე ეგ ბერ გამიგია :)))))))
ქართველი
24 ივლისი 2021 12:42
2
პრობლემები გიორგის დაეწყო ნაკრებმა ყაზახეთში რომ ითამაშა ხელოვნურსაფარიან მოედანზე. ადრეც ბევრჯერ დავწერე აქ ამის შესახებ.
ქ. გ.
24 ივლისი 2021 07:37
9
xoo mazgachi xar
კუ კობსონი
24 ივლისი 2021 12:48
3
შეძახილმა ხე გაახმოო ქართული სიბრძნეა, ტვინში უნდა მოერიო ძმაო შიში მოიხსნა.
ნიკო
24 ივლისი 2021 00:24
2
მართლა შიში აქვს, აშკარად. გუცაევმა უთხრა ერთხელ გიოს, ტელევიზიიდან, რომ სანამ ფსიქოლოგიურად არ დაამარცხებ ტრავმას, სულ ტრავმირებული იქნებიო. დაახლოებით, ასე მიმართა. ფსიქოლოგი ყავთ გენტში, ალბათ, მაგრამ, ვერ ქაჩავს ჩაკვეს პონტში. შეიძლება, დიდი შეძახილი ჭირდება ახალგაზდა ფეხბურთელს, რომელიც ეხლა დგას გზაგასაყართან. ან დიდ ფეხბურთს ითამაშებს, ან ჩაქრება მისი ვარსკვლავი. წლობით არავინ დაელოდება მის სავარაუდო დიდ პოტენციალს.
Chakvesti
24 ივლისი 2021 00:04
1
შიში აქვს აშკარად.რაც ძალიან ცუდია...
Master
23 ივლისი 2021 22:47
5
წადი შვილო სხვა გუნდში, პატრონო არ გყაავს, თორემ დაამთავრებ ანანიძესავით!
ჯობა
23 ივლისი 2021 22:39
10
მართალი ხარ!
ნიკას
24 ივლისი 2021 10:36
1
Წადი სხვა გუნდში, სხვა ქვეყანაში. Სადაც არაა ხელოვნური მოედანი, სადაც ფეხებში არ მოხვდება და საერთოდ არავინ შეეხება იმიტომ რომ ასე უნდა ჯობას.
Უუხხ კომპიუტერის ლომო რა ადვილია კლავიატურაზე წკაპაწკუპი არაა?
Ნიკა
24 ივლისი 2021 08:11
4
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული