პორტუგალიური "ჟილ ვისენტეს" ახალწვეულმა გიორგი აბურჯანიამ კოჭ-წვივის მყესები გაიწყვიტა და გარკვეული პერიოდის გამოტოვება მოუწევს.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი SPORTALL.GE-ს ექსკლუზიურად ესაუბრა: "დაახლოებით სამიდან ხუთ კვირამდე გამიცდება (10 დღე უკვე გასულია). სამწუხაროდ, პორტუგალიის თასის გათამაშების ერთი ეტაპი გამოვტოვე და გუნდს ვერც მეორეში დავეხმარები.
სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, რათა ჩემპიონატის პირველ ტურს (8 აგვისტო) სრულ მზადყოფნაში შევხვდე. მთავარია, უფრო სერიოზულ ტრავმას (მაგალითად, კოჭის მოტეხილობას) გადავურჩი".