ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში „ნაპოლიმ“ „ჰათაისპორი“ 4:0 დაამარცხა.

ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა რუდი გარსიამ ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, რომლის რიგებში ხვიჩა კვარაცხელია იყო და რომელსაც სპალეტისგან განსხვავებით ესპანელი სპეციალისტისგან მეტი თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული, ხოლო „ჰათაისპორის“ სასტარტოში გიორგი აბურჯანია და საბა ლობჟანიძე ვიხილეთ. შეხვედრა „ნაპოლის“ შეტევებით დაიწყო, კვარაცხელიამ ოსიმენი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ ნიგერიელმა შანსი ვერ გამოიყენა. შემდეგ ოსიმენი ისევ ერთი ერთზე აღმოჩნდა მეკარესთან და ისევ ვერ გაიტანა. თუმცა, მან 23-ე წუთზე მორიგი მომენტი გამოიყენა და „ნაპოლი“ დააწინაურა. ცოტა ხანში კი ვიქტორმა ხვიჩას პასით დუბლი
შეასრულა. „ჰათაისპორმა“ მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს მოახერხა იერიშების ორგანიზება, თუმცა ლობჟანიძის აქტიურობამ შედეგი ვერ გამოიღო.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, „კვარა“ კვლავ წარმართვდა თავისი გუნდის შეტევებს, დრიბლინგი განახორციელა, ბურთი მიზანს ოდნავ ააცილა, მისი პასით ოსიმენის გატანილი გოლი არ ჩაითვალა და ქართველი მე-60 წუთზე შეცვალეს. ოსიმენის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა სიმეონემ კი დუბლი შეასრულა და "ნაპოლიმ" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

შემდეგ სპარინგს ნეაპოლური გუნდი 2 აგვისტოს ამავე სტადიონზე „ჟირონასთან“ გამართავს.

კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“
ნაპოლი - ჰათაისპორი 4:0
გოლები: 1:0 ოსიმენი (23), 2:0 ოსიმენი (28), 3:0 სიმეონე (64), 4:0 სიმეონე (70)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩემო კვარა შენ საგოლე პასები აკეთე და გოლებს მე გავიტან
ლაშა
23:49 29-07-2023
23
მთლიანობაში მატჩი საკმაოდ კარგი ჰქონდა კვარას, აქედანვე იგრძნობა ფრანგის ამ ტაქტიკაში კვარა უფრო მეტი ხიფათის მომტანი იქნება მეტოქეებისთვის ვიდრე ეს სპალეტის ხელში იყო. ნუ თვითონაც განიცდის,.. მიზანი გასასწორებელი აქვს ხვიჩას ისევ, იმედია გარსია დიდ ძალისხმევას გაწევს და კვარას ამ მეტად მნიშვნელოვან კომპონენტს გაუუმჯობესებს. საფინიშო გასროლა როცა უჭირს შემტევს როგორც წესი ამას მუხლჩაუყრელი, დღეში რამოდენიმესაათიანი ვარჯიშებით იძლევა შედეგს, ამის კარგ მაგალითად ვინისიუსი გამოდგება. და ეს პრობლემა ვფიქრობ მხვედველობიდან არ გამორჩება რუდი გარსიას და პირად კონტროლზე აიყვანს აქედან გამოსავალს.
Alegro
23:13 29-07-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული