"რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება და სიმართლის დადგენა შეუძლებელია.
sempremilan-ი აღნიშნავს, რომ უკანასკნელ საათებში ბევრი დაიწერა კვარაცხელიას "მილანში" გადასვლაზე, მაგრამ მას მხოლოდ აკვირდებიან, არავითარი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და როგორც ჩანს, იტალიური კლუბი სულ სხვა ფრონტზე მუშაობს.
გამოცემის მტკიცებით, "როსონერის" "დორტმუნდისა" და გერმანიის ნაკრების 25 წლის ნახევარმცველ იულიან ბრანდტის იჯარის წესით აყვანა სურს.