მამარდაშვილმა "ლევანტესთან" კარი მშრალად შეინახა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიას" შემადგენლობაში მესამე ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა - მისმა გუნდმა "ლევანტეს" 1:0 მოუგო.

"სარაგოსასთან" წინა საკონტროლო შეხვედრაში (0:2) "ღამურების" კარს კრისტიან რივერო იცავდა, ამჯერად კი მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მამარდაშვილი შეუცვლელად ათამაშა და მან კარი მშრალად შეინახა.

შეგახსენებთ, გიორგი აქამდე "ატრომიტოსთან" (3:0) მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე, ხოლო "კარტახენასთან" (3:2) შეუცვლელად ითამაშა.

levante-emv აღნიშნავს, რომ ტანმაღალმა ქართველმა გოლკიპერმა დღევანდელ სპარინგში დამაჯერებლად იასპარეზა და როდესაც რობერტო სოლდადო მასთან პირისპირ გავიდა, კარგი რეაქცია გამოავლინა.

4 აგვისტოს "ვალენსია" "მილანს" დაუპირისპირდება, 7 აგვისტოს "ბრენტფორდს",
13 აგვისტოს კი ლა ლიგის პირველ ტურში "ხეტაფეს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კვასხვაძე ჩემპიონ!!!
!!!
31 ივლისი 2021 12:38
5
სასიხარულო ამბავია ამ ბიჭის ასეთი წინსვლა
დავითი
31 ივლისი 2021 11:08
0
იმედია ლორიას აღარ დააყენებენ ნაკრებში
BOSS
31 ივლისი 2021 00:09
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული