ავსტრიის ბუნდესლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე ჩემპიონ "ზალცბურგთან" 1:3 დამარცხების შემდეგ, ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" მეორე ტურში გასვლაზე ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის "ვოლფსბერგერს" 4:1 სძლია. აღსანიშნავია, რომ ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა და მატჩის ბედი შესვენებამდე გადაწყდა.
კიტეიშვილი სასტარტოში იყო, 31-ე წუთზე თავით გოლი გაიტანა, 88-ე წუთზე კი შეცვალეს. შეუცვლელად ითამაშა ლოჩოშვილმა, ხოლო გიორბელიძე განაცხადში არ იყო.
7 აგვისტოს "შტურმი" "ალტახს" უმასპინძლებს, "ვოლფსბერგერი" კი 8 აგვისტოს ვენაში "რაპიდს" შეხვდება.
16 ფეხბურთელის ტოპ5ში ყოლაც და სისტემატიური თამაშიც კი ვერ მოგცემს გარანტიას რო იგივე პოლონეთის და ავსტრიის დონის გუნდებს მოუგებ