როგორ აღმოჩნდა მამარდაშვილი "ვალენსიაში"

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა Plaza Deportiva სტატიას "ვალენსიას" ქართველი ახალწვეულის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ აქვეყნებს და წერს, თუ როგორ აღმოჩნდა ახალგაზრდა მეკარე "ღამურების" რიგებში.

"2 თვის წინ ძალიან ცოტამ თუ იცოდა, ვინ იყო გიორგი მამარდაშვილი, 2000 წელს დაბადებული, 197 სმ სიმაღლის მეკარე თბილისის "დინამოდან".

გარდა იმისა, რომ ევროპა ლიგაზე "გრანადას" წინააღმდეგ მისი თამაშის ხილვას შეძლებდით, რომელშიც გიორგიმ ბრწყინვალედ ითამაშა, მამარდაშვილი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრია და მცირე ცნობა აქიდანაც შეიძლებოდა მიგეღოთ.

ქართველის ვალენსიური ისტორია კი ამ ზაფხულს დაიწყო, როცა მეკარის აგენტმა საკუთარი კლიენტი "ვალენსიას"
ოფისს შესთავაზა.

ამ ზაფხულს მიღებული უამრავი ზარიდან კლუბის ტექნიკური სამდივნოს წევრების - ლუის მარტინესის, მარკო ოტეროსა და ხოსე ხიმენესის ყურადღება ერთმა მიიპყრო. შემოთავაზება მამარდაშვილის შესახებ ხელიდან გასაშვები არ ჩანდა და მისი ხელში ჩაგდების ოპერაციაც ჩაეშვა.

"ვალენსიას" აკადემიის თანამშრომლებმა ფეხბურთელის შესახებ კლუბის სკაუტების სამსახურის უფროსს, მიგელ ანხელ გარსია პერეს-როლდანს, იგივე კორონას, შეატყობინეს. კორონამ მამარდაშვილის მატჩები ნახა და სხვა შემოთავაზებებიდან ყველაზე მეტად ის მოეწონა. სწორედ ამ დროს გახდა გიორგის "ვალენსიაში" ჩამოსვლა რეალური.

კორონას "კურთხევის" შემდეგ ოპერაცია წარმატებით დაიხურა და "ვალენსიამ" სატრანსფერო ბაზრიდან ხელში ერთ-ერთი ძვირფასი სამკაული ჩაიგდო.

"მესტალიას" ბინადარმა კლუბმა გიორგი მამარდაშვილი იჯარით აიყვანა იმ პირობით, რომ სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლება დაიტოვა, თუმცა უკვე, სეზონის დასაწყისამდე 1 კვირით ადრე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი "ღამურებში" დარჩება.

ძალიან ბევრ ფეხბურთელზე იწერება ხოლმე სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპზე, რომ მათგან კარგ თამაშს ელიან, თუმცა, როცა საქმე საქმეზე მიდგება, მათი უმრავლესობა გაუჩინარდება ხოლმე. ეს კი მამარდაშვილს არ ეხება, რომელმაც ხოსე ბორდალასს თავი ძალიან სწრაფად შეაყვარა.

სილესენი, ხაომე და კრისტიან რივერო მთავარი გუნდის მეკარეები იყვნენ, მამარდაშვილს მეორე გუნდისთვის განიხილავდნენ, თუმცა ქართველის თამაშმა კლუბს გეგმები აურია. გიორგის მეორეხარისხოვან, სათადარიგო თუ დუბლების მეკარედ აღარავინ განიხილავს და მისი სათამაშო დონიდან გამომდინარე, პირველი გუნდის ძირითადი მეკარის სტატუსისთვის იბრძოლებს."


მკითხველის კომენტარები / 7 /
მამარდაშვილი ეპიცენტრად იქცა ესპანურ მედიაში კარგია რომ ყველას აოცებს და პრესა ზეწოლას ახდენს გიორგის სასარგებლოდ რომ პირველი მეკარე გახდეს და ასწც მოხვდება დაიმკბიდრებს ადგილს იმედია ბორბალანი ბოლომდე ნდობას გამოუცხადებს რააც ჩვენი ქართველი გაამართლებს და ტოპ გუნდში სულ მალე ვიხილავთ ძალიან კარგია მამარდაშვილის სახით ვალენსიამ უამრავი გულშემატკივარიც დაიმატა ✌✌
ემიგრანტი
16:21 06-08-2021
1
ისეთი სიტუაციაა,რომ მისი მომავალი,მთლიანად მისივე ხელში აღმოჩნდა.უკეთესს ვერც ინატრებდა.
სოსო
16:27 06-08-2021
1

სიახლეები პოპულარული