"კუკუიანისა და კვარაცხელიას დუეტი მომეწონა" - გროზნოელთა მწვრთნელი აღშფოთებულია

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში "რუბინმა" სახლში 2:1 დაამარცხა "ახმატი", მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს.

ხვიჩას მეტოქის 2-3 ფეხბურთელი მუდმივად მეურვეობდა, რაც მის პარტნიორებს თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევდა, მეორე ტაიმში კი გააქტიურდა და თანაგუნდელები აიყოლია. sportbox-ი აღნიშნავს, რომ ქართველმა 5 დარტყმა განახორციელა, მათგან - 3 კარში, 11 ორთაბრძოლა მოიგო და მის ანგარიშზე 7 წარმატებული დრიბლინგია. "ჩემპიონატმა" ყველაზე მაღალი შეფასება (8) კვარაცხელიას, აბილგორსა და ჰაკშაბანოვიჩს დაუწერა.

გროზნოული გუნდის მწვრთნელი ანდრეი ტალალაევი კი პაველ კუკუიანის მსაჯობით აღშფოთებული დარჩა.

"მე კუკუიანისა და
კვარაცხელიას დუეტი ძალიან მომეწონა. მათ ორ სტატუეტს (მატჩის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილ პრიზს) გადავცემდი. "რუბინმა" მეორე ტაიმში ჩვენი 7 შეტევა მოედნის ჩვენს ნახევარზე ფოლებით შეაჩერა. მსაჯმა არც ერთი ყვითელი ბარათი არ უჩვენა, ჩვენ კი კვარაცხელიაზე ნებისმიერი წესების დარღვევისთვის ყვითელი ბარათით გვსჯიდნენ", - დაიჩივლა ტალალაევმა Матч ТВ-ის პირდაპირ ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
პირველ ტაიმში,მსაჯი ერთსა და იგივე დარღვევაზე,რუბინის ფეხბურთელებს აფრთხილებდა მხოლოდ.ხვიჩას ტერფში ამოარტყეს და არათუ გაფრთხილება,ჯარიმაც კი არ მისცა.ხვიჩა კარგა ხანს იწვა,სანამ თამაშს გააჩერებდა.მეორე ტაიმში კი,უკვე ახმატის მეკარე გააძევა და ვფიქრობ მხოლოდ გასაფრთხილებელი იყო.აქ არც უკანასკნელი იმედის ჯარიმას ჰგავდა და არც გადამეტებულ უხეშობას.თუმცა მსაჯმა ჯერ გააფრთხილა და განმეორების ნახვის შემდეგ,ყვითელი ბარათი წითელით შეუცვალა.ალბათ რაღაც ახსნა,მის ქმედებას ექნება.
სოსო
11:14 09-08-2021
0
რაო კადიროვმა პრემია არაო?
Giusha3232
10:32 09-08-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული