კვარაცხელია 2 კლუბს სურს და მათ შორის "მილანი" არაა - ექსკლუზივი მამუკა ჯუღელთან

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საკითხის ირგვლივ ბოლო პერიოდში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. ფეხბურთელის აგენტ მამუკა ჯუღელთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ძირითადად ამ თემის ირგვლივ ვისაუბრეთ, თუმცა აგრეთვე სხვადასხვა საკითხს, მათ შორის ლუკა გაგნიძის ტრანსფერს, შევეხეთ.

- ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი სეზონი კარგად დაიწყო და "რუბინში" ისევ გამორჩეულია, თუმცა მისი ტრანსფერის მიმართ იმხელა ინტერესია, სპორტული მხარე, გარკვეულწილად, იჩრდილება. ამის შესახებ თქვენ რას გვეტყვით?
- 12 აგვისტოს შემდეგ "რუბინის" პრეზიდენტს უნდა შევხვდე. 85-90-პროცენტიანი ალბათობით, კვარაცხელია გუნდს შეიცვლის და ევროპის ძალიან მაღალი დონის კლუბში ითამაშებს. დაინტერესება უამრავია -
ინგლისიდან, იტალიიდან  თუ  გერმანიიდან. ყველაფერი აგვისტოს ბოლომდე გაირკვევა.

- ბოლო პერიოდში ბევრი იწერება "მილანის" ინტერესსა და ტრანსფერში კახა კალაძის როლზე; საუბარია "ტოტენჰემზე", უფრო ადრე კი "ლიდსი" თავად ფეხბურთელმა დაადასტურა...
- არ მესმის, საიდან ავრცელებენ ინფორმაციას ადამიანები, რომლებსაც არც ფეხბურთელთან აქვთ ურთიერთობა, არც კლუბთან და არც აგენტთან. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ "მილანისგან" არანაირი დაინტერესება არ ყოფილა და ამ საკითხზე ჩვენ არც საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი დაგვკავშირებია. 

მილანური კლუბისგან იყო ინტერესი, მაგრამ ეს იყო "ინტერი", რომლის ხელმძღვანელობასაც აპრილში შევხვდით. რაც შეეხება "ტოტენჰემს", ამ შემთხვევაში ინფორმაციას დავადასტურებ, მათი მხრიდან სერიოზული ინტერესია. "ლიდსზეც" რაიმე ახალს და ხვიჩას ნათქვამზე მეტს ვერ ვიტყვი.

- უფრო მეტი რომ გვითხრათ კვარაცხელიას მსურველ კლუბებზე და არის თუ არა რომელიმე ვარიანტი გამოკვეთილი?
- ხვიჩა ინგლისის პრემიერლიგის თითქმის ყველა გუნდს სურს, მაგალითად, "ევერტონს", "ბრაიტონსა" და "ვულვზს", მაგრამ ერთია ინტერესი და მეორე რეალური წინადადება. იტალიიდან, "ინტერის" გარდა, კვარაცხელია "იუვენტუსსაც" სურს; არის "ატალანტას", "ნაპოლისა" და "ლაციოს" დაინტერესება. ინიციატივას გერმანიის ბუნდესლგისის, მინიმუმ, 5 კლუბი იჩენს.

ამ ეტაპზე, აქტიური მოლაპარაკება მხოლოდ 2 კლუბთან მიმდინარეობს, რომელთაგანაც ერთი ინგლისის, მეორე კი იტალიისაა. მათ ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებული ყველა დეტალი იციან. როცა ყველაფერი გაირკვევა, საზოგადოება პირველად sportall.ge-ს მეშვეობით შეიტყობს.

- საბა კვირკველიას მიმართ გულშემატკივრებს დიდი ინტერესი აქვთ. ბოლო პერიოდში მას არაბეთს უკავშირებდნენ...

- არაბული კლუბისგან ინტერესი ნამდვილად არის, თუმცა საბას ევროპაში თამაში სურს. დაინტერესება, რა თქმა უნდა, რუსული კლუბებიდანაც არის. ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

- თქვენ ირაკლი აზაროვის აგენტიც ხართ. კვიპროსული "პაფოსის" ვარიანტზე დაიწერა...
- აზაროვი არ წავა ისეთი საშუალო დონის ჩემპიონატში, როგორიც კვიპროსი და ალბანეთია.  ჩემი სურვილია და ამაში კლუბის ხელმძღვანელობაც მეთანხმება, რომ მან ბათუმის "დინამოში" ასპარეზობა გააგრძელოს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მისი მაღალი დონის ჩემპიონატში გადაბარგება პირველი რიგის ამოცანა იქნება.

აქვე, ბათუმის "დინამოს" წარმატებები მინდა ვუსურვო - დაკარგული არაფერი არაა და მჯერა, გუნდი თურქეთში გამარჯვებასა და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეძლებს. წინა ინტერვიუშიც ვთქვი, რომ კლუბს ძალიან კარგი ხელმძღვანელობა -  პრეზიდენტი არჩილ ბერიძე, სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი და მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე ჰყავს. ბელარუსში მათ წარმატებაში დარწმუნებული ვიყავი. ბათუმელთა რიგებში, ფაქტობრივად, ორი თანაბარი ძალის შემადგენლობაა.

- ეროვნული ლიგიდან რუსეთში გადაბარგებულ კიდევ ერთ ფეხბურთელ ლუკა გაგნიძეზე უნდა გკითხოთ, გულშემატკივარი მოსკოვის "დინამოსგან" მისი განათხოვრებით უკმაყოფილოა...
- მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, სხვანაირად მოვიქცეოდი. არანაირად არ უნდა დაშვებულიყო ის, რომ გაგნიძე მოსკოვური კლუბიდან გაენათხოვრებინათ! მე ქართველ ფეხბურთელს წარმატებებს ვუსურვებ!

alt"გუნდი ფეხბურთელში 20 მილიონს იმიტომ იხდის, იჯარით რომ გაუშვას?!." - მამუკა ჯუღელი

მკითხველის კომენტარები / 48 /
ინტერში მალე შეცვლიდა პერიშიჩს მის მხარეს მეტ ონტერს ასეთი არ ყავს ბარელასთან ერთად მაგარი ახალგაზდა დუეტი იქნებოდა თან ინტერის თვდასხმა მის პასების 80 პროცენტს გამოიყენებდა.ეჰ
Mosexoneli
09 აგვისტო 2021 21:47
1
სადღა ყავს ინტერს თავდასხმა )))
H
10 აგვისტო 2021 08:52
0
ღადაობაა უკვე, და ამდენი სერიოზული ხალხი ამის ზღაპრებზე რო ვაკეთებთ კომენტარს, მაგან რა ფოტოც უნდა ის დადოს, მარა იმ ბავშვის სამარცხვინო ფოტო გამოვცვალოთ უეჭველი.
უტა
09 აგვისტო 2021 21:47
8
კალაძეს მაგარი გაუჩალიჩა ნამდვილად იქნებოდა რამოდენიმე ადამიანი ვისაც გადაწწყვეტილი ექნებოდა ხმის მიცემა რადგან მილანის ამბებში მისი ხელი ერია :D
ნოდო
09 აგვისტო 2021 21:06
14
ნუ ერთი ტოტენჰემია კი თქვა და მეორე იტალიური, რომელი გუნდია ნეტა
გოგა
09 აგვისტო 2021 20:42
4
ალბათ ინტერი
აბრეზა
09 აგვისტო 2021 21:54
3
ჯუღელს არანაირი უფლება არ აქვს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გარეშე გაყიდოს ფეხბურთელი,რადგან გაყიდვის შემოსავალი რჩება მხოლოდ მას.კობიაშვილს და მუჯირს რაღა?ჰა? ეს ფეხბურთელები,რომ გაასხვისე ჯუღელო უმრავლესობის ლიდერის ბატონი ირაკლი კობახიძის თანხმობა გქონდა?საქართველოს მთავრობა არის საქმის კურსში? გაგვეცი პასუხი.
888
09 აგვისტო 2021 20:40
22
აი უკვე მართლა რომ ტვინი გაღუნეთ ვერ ხვდებით?რა უბედურებაა ხალხო ეს აჟიოტაჟი აცადეთ რა ადამიანს ფეხბურთის თამაში! მიანც და მაინც რაღაც უნდა მოხდეს ამ სულელური ვარაუდების გამო?
გეგი
09 აგვისტო 2021 20:28
4
აგენტის ექსკლუზივია, რა ვარაუდი
ანას ქმარი
09 აგვისტო 2021 21:39
3
წელს თუ მომავალ წელს ტოპ ლიგაში ითამაშებს მოთმინება ვიქონიოთ ქართველებო ... ხვიჩა რომ ტალანტია ხო ყველა ვთანხმდებით✌✌✌
ემიგრანტი
09 აგვისტო 2021 18:58
4
ბატონო მამუკა, ვამაყობთ როგორც ხვიჩას ნიჭით ასევე თქვენი ნიჭით და ქარიზმით.
პოლრტერგეისტი
09 აგვისტო 2021 20:16
6
რედაქციას ვთხოვ იმ ხალხის კომენტარები არ გაუშვან, რომლებიც ტრანსფერების საკითხში ვერ ერკვევიან და სრულიად უცნობ ადამიანს, ამ შემთხვევაში ჯუღელს, შეურაცხყოფას აყენებენ.
გელა
09 აგვისტო 2021 18:38
25
გელა კლავიატურის ვირტუოზო ჯუღეს გადაეცი ძმებისგან სალამი და ნახე როგორ დაფაცურდეს ის პატარა კაცი,შენზე რა უნდა
გელას
09 აგვისტო 2021 19:52
8
სანდროს: გეთანხმები, ვერ გავიგე, ეს ჯუღელი რატომ ამოიჩემეს. ვის რა დაუშავა? ყველა ფეხბურთელი აქებს, არავისთნ ჩაჭრილა ფულში და ადამიანობაში და ამ უცნობ და საქმეში ჩაუხედავ ხალხს ვინ რას ეკითხება, რომლებიც აზრზე არ არიან რა ხდება.
ვახო
09 აგვისტო 2021 18:35
10
მადლობა ანთაძეს საინტერესო ინტერვიუსთვის. ეს ის კი არაა, ზღაპრებს რომ ყვებიან კვარაცხელიაზე. რაც შეეხება ჯუღელს, მისი ყველა ყოფილი და ამჟამინდელი კლიენტი-ფეხბურთელი კმაყოფილია, არავისთან არაფერში ჩაჭრილა და ვერ გავიგე, რატომ ამოიჩემეს.
სანდრო
09 აგვისტო 2021 18:26
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული