გამოცემა წერს:
"ახმატთან" მატჩის პირველ ნახევარში ქართველი გარემარბის, ისევე, როგორც მთელი გუნდის თამაში, გულწრფელად, კარგი არ იყო. გროზნოელთა მცველებმა ფლანგები მჭიდროდ გადაკეტეს, რის გამოც კვარაცხელიას თავისუფალი სივრცე, ფაქტობრივად, არ ჰქონია.
მეორე ორმოცდახუთი წუთი "რუბინის" ლიდერის შოუდ იქცა. მას შემდეგ, რაც მეკარე შელია გააძევეს, "ახმატი" იძულებული გახდა, მოედნის ცენტრი გაეძლიერებინა, რასაც ფლანგები შეეწირა, ეს კი ხვიჩამ მშვენივრად გამოიყენა. კვარაცხელია თავისი საფირმო დრიბლინგით მეტოქეებს არაერთხელ ატყუებდა, ხშირად
ქართველმა ფეხბურთელმა გოლი ვერ გაიტანა. მიუხედავად ამისა, მისმა თამაშმა "რუბინის" გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
კვარაცხელიას 7 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა - მესამე ტურში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი."
"რუბინი" რუსეთის ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში, 15 აგვისტოს, "კრილია სოვეტოვს" უმასპინძლებს, მანამდე კი კონფერენს ლიგაზე პოლონურ "რაკოვთან" განმეორებით მატჩს გამართავს.
ხვიჩა 2 კლუბს განსაკუთრებით სურს, "მილანი" მათ შორის არაა - ექსკლუზივი მამუკა ჯუღელთან
კვარაცხელია: "არ შეჩერდე, განაგრძე მოძრაობა"
კვარაცხელია საუკეთესოდ აღიარეს, შელია გააძევეს, "რუბინმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]