ლა ლიგა მამარდაშვილის მიერ კარის მშრალად შენახული მატჩით გაიხსნა - "მესტალია" გიორგის ფეხზე წამოუდგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის პირველი ტურის პირველ მატჩში "ვალენსიამ" საკუთარ მოედანზე "ხეტაფე" 1:0 დაამარცხა, "ღამურების" გამარჯვებაში კი მნიშვნელოვანი წვლილი ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა.

მამარდაშვილის ისტორია რაღაც დაუჯერებელია, საქართველოს ეროვნული ლიგიდან „ვალენსიაში“ ერთსეზონიანი იჯარით გადასული მეკარე მეორე გუნდში უნდა გაეშვათ, მაგრამ ძირითადმა გოკლიპერმა სილესენმა და მისმა დუბლიორმა დომენეკმა ტრავმები მიიღეს, ქართველმა ამხანაგურ მატჩებში თავი წარმოაჩინა და მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა „ხეტაფესთან“ სასტარტოში დააყენა.

შეხვედრა კი უცნაურად დაიწყო: დებიუტშივე მასპინძელთა ნახევარმცველი გილამონი უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს, კაცნაკლულმა „ვალენსიამ“ შეუტია, ჩერიშევმა პენალტი მოიპოვა და
სოლერმა ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ სტუმრებმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა დაიწყეს და ქართველმა კიპერმა სუარესის შესრულებული საჯარიმო მოიგერია. საერთოდაც უნდა ითქვას, გიორგი დამაჯერებელი გახლდათ, მშვიდად თამაშობდა და დაცვასაც ხელმძღვანელობდა, რაც აბსოლუტურად უცხო ქვეყანაში, სრულიად სხვა განზომილებაში მოხვედრილი 20 წლის ბიჭისგან, რომელმაც ესპანური ხეირიანად არ იცის, მართლაც გასაკვირია. „ღამურები“ კი მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნისა, მოწინააღმდეგეს არაფერს უთმობდნენ, ჩერიშევს ანგარიშის გაზრდა სორიამ (ესეც ქართველი არ გეგონოთ, კასტილიელია) არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, 55-ე წუთზე მამარდაშვილი კარგად გამოვიდა კარიდან, ლამაზ ნახტომში ბურთი საჯარიმოდან მუშტით გამოიტანა და ხიფათი განმუხტა. აქედან მოყოლებული „ხეტაფე“ ინიციატივას დაეუფლა, არამბარიმ სამი მომენტი ვერ გამოიყენა, შემდეგ მსაჯმა "ხეტაფეს" მცველი კაბაკო გააძევა, 84-ე წუთზე დუროს დარტყმული ბურთი მცველს მოხვდა, რიკოშეტირებული კარისკენ წავიდა და მამარდაშვილმა თავისი გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა, ხოლო 93-ე წუთზე გიორგიმ საოცარი რეაქცია გამოავლინა და „ვალენსიას“ გამარჯვება მოუპოვა - ქართველ ლეგიონერს „მესტალია“ ფეხზე წამოუდგა.

გიორგიმ სპარინგების ჩათვლით "ვალენსიაში" ხუთი მატჩიდან ოთხში გოლი არ გაუშვა.

21 აგვისტოს, პრიმერას მეორე ტურში "ვალენსია" გასვლაზე "გრანადას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 43 /
აი საქმე და აი კაცი! უხმაუროდ, ზედმეტი ბაქი-ბუქის გარეშე, ყოველგვარი ტრანზიტების გარეშე პირდაპირ ლა-ლიგაშია! თანაც სასტავში.ასე რომ...
რეზო
14 აგვისტო 2021 09:46
1
გილოცავ გიორგი ბრწყინვალე თამაშს და დებიუტს ძირითადში. იცოდე, ნიჭი წარმატების მხოლოდ ერთი პროცენტია, დანარჩენი შრომას მოაქვს.
ჟორა გაბრიჭიძე
14 აგვისტო 2021 09:24
1
ბრავო გიორგის! მე პოლონურ არხზე ვუყურე თამაშს და ჯიჯი მამარდაშვილიაო.გარეგნულად თუ დონარუმას გავს,სათამაშო კლასით ბუფონიაო.მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.წარმატებები ჯიორგის ვალენსიაშიც და იმედია საქართველოს ნაკრებშიც!
BOSS
14 აგვისტო 2021 09:03
1
ყოჩაღ გიორგი!და გილოცავ ამ წარმატებას!ასევე ყველა ქართველ გულშემატკივარს! რომ ვუყურებდი ამ თამაშს თავი ზღაპარში მეგონა. ვალენსია ხომ ესპანეთის 4 საუკეთესო გუნდში შედის თავის ისტორიით,აწმყოთი და მომავლით,ესპანეთის გრანდია. ძალიან დიდ კლუბში მოხვდა 20 წლის ქართველი,თანაც რა დიდებულად ითამაშა. იმედია, ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს ამ კლუბთან ერთად!
kaxa
14 აგვისტო 2021 08:59
0
თავდაჯერებულობამ მომხიბლა. გამოცდილი მეკარესავით იდგა. რეაქცია - სასწაული! დაცვის ორგანიზაცია, ლიდერობა - 35 წლის მეკარეებისთვისაც შესაშური. მოკლედ, ყველაფრისთვის მადლობა, მაგრამ ადიოს, ლორია!
მატადორ777
14 აგვისტო 2021 07:55
0
მართლაც კარგად ითამაშა, ურთულესი ბურთები მოიგერია.დაცვასაც თამამად ხელმძღვანელობდა. ბოლოს მაყურებელი ტაშით ფეხზე წამოუდგა.
ჯუჯი
14 აგვისტო 2021 07:38
0
როცა მოსკოვის დინამოსთან მის თამაშს ვუყურე ეტყობოდ რომ ყველაფერი ქონდა მაგარი მეკარე დამდგარიყო. საოცარი რეაქცია იღბალი და სიმშვიდე.მაშინ მოსკოვში ჭკვიანმა ხლახმა ეგრევე ურჩია მოსკოვურ მდიდარ კლუბებს ეყიდათ ქართველი საბედნიეროდ არ მოუსმინეს ამ ხალხს
Mosexoneli
14 აგვისტო 2021 07:12
0
ესეთ გუნდში არასდროს უთამაშნია ქართველ მეკარეს ყოჩაღ, იმედია სირენსენს ამოაგდებს საბოლოოდ შემადგენლობიდან
ბექა
14 აგვისტო 2021 06:56
0
კიდევაც დაიზდებიან ...
ამ გაუბედურებულ ქვეყანაში . ყოჩაღ ყოჩაღ
დათო
14 აგვისტო 2021 06:13
1
ძალიან გახარებული ვარ რა გუნდში რა ჩემპიონატში წარმატებული დებიუტი, სულ წარმატწბით გევლოს საქართველოს სასახელოდ
მამუკა მუსელიანი
14 აგვისტო 2021 04:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული