"ხვიჩა კვარაცხელიამ კარგი პოზიციიდან ააცილა..." - "რუბინის" ექს ფეხბურთელი "რაკუვთან" მარცხს გამოეხმაურა

AutoSharing Option
"რუბინის" ყოფილმა ნახევარმცველმა, დინიარ ბილიალეთდინოვმა კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე "რაკუვთან" მარცხზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ყაზანელებმა საკუთარ კედლებში შეხვედრა დამატებით დროში 0:1 დათმეს და ევრო ტურნირებზე მონაწილეობას დაემშვიდობნენ...

"რუბინს" იმდენად კარგად არ უთამაშია, რომ ორ მატჩიანი დაპირისპირება მოეგო. გუნდს ისეთი ინიციატივა არ უნდა დაეკარგა, როგორიც მეორე ტაიმში ჰქონდა. "რაკუვი" კარგად ორგანიზებული გუნდი იყო, რაც ამ შეხვედრაშიც დადასტურდა, თუმცა "რუბინს" აუცილებლად უნდა გაეტანა, იყო ძელი , ასევე ხვიჩა კვარაცხელიამ კარგი პოზიციიდან ააცილა" - განაცხადა დინიარმა.

ექს ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა 120 წუთზე ვერ
გამოყენებული პენალტიც...

"თათრული" კლუბი რუსეთის პრემიერ ლიგაზე გადაერთვება, სადაც მეოთხე გამარჯვების მოპოვებას ხვალ, 15 აგვისტოს, "კრილიას" წინააღმდეგ შეეცდება.

მომზადებულია matchtv-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
რუბინს ფაქტობრივად ცენტრალური თავდამსხმელი არ ჰყავდა.ჩისტიაკოვმა პრაქტიკულად ყველა ორთაბრძოლა წააგო და ვერც ერთხელ ვერ ითამაშა საჯარიმოში.ნახევარდაცვის ცენტრშიც ძალიან უჭირდა და იევტიჩის შეცვლის შემდეგ,სულ ჩავარდა.ასე რომ რუბინს სკამის სიმოკლემ გაუფუჭა საქმე.ვერც ერთმა სათადარიგომ სასარგებლო ვერაფერი გააკეთა.ხვიჩა ისედაც მატჩის ბოლოს იცვლება ხოლმე,რადგან ძალიან იღლება,აქ კი,სამი ტაიმის თამაში მოუწია,რამდენჯერმე მაგრად მოარტყეს და თან მუდმივად 2-3,ზოგჯერ კი 4 კაცის წინააღმდეგაც უწევდა წასვლა.დესპოტის გარეშე რუბინი,თითქმის ის ძველი რუბინია,რომელსაც ყოველთვის ძალიან უჭირდა გოლის გატანა.პოლონელები ფიზიკურად ძალიან მაღლები,მაგრად მორბენალნი და დისციპლინირებულები იყვნენ,სათამაში სქემა არეულ რუბინთან შედარებით.ისინი ძალიან მკაცრად კეტავდნენ ფლანგებს,შეტევის ცენტრში კი,სიცარიელე იყო და საფრთხე ვერ იქმნებოდა.
სოსო
17:07 14-08-2021
0
ამ დღეებში, 12-შიო არა ჯუღელმა?თუ "опять двадцать пять"?
gela
16:12 14-08-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული