"სამწუხაროდ, "რუბინმა" დასახულ მიზანს თავი ვერ გაართვა. რა თქმა უნდა, დამარცხება ყოველთვის მწვრთნელს ბრალდება, მაგრამ მეჩვენება, რომ ლეონიდ სლუცკი ამაში ნაკლებად დამნაშავეა - სათამაშო გეგმა სწორად იყო შერჩეული. ხვიჩა კვარაცხელია, პირველი თამაშისგან განსხვავებით, ერთდროულად ორ ან სამ მეტოქეს ფინტებით აწიოკებდა. ქართველი გარემარბი სრულყოფილად მოქმედებდა.
პრობლემა ისაა, რომ წარმატებული დრიბლინგის შემდეგ, როცა ხვიჩამ თავი მაღლა ასწია, დაინახა, რომ პარტნიორებს მოწინააღმდეგის
"რუბინის" სხვა მოთამაშეებმა საერთოდ ვერაფერი შეძლეს, დრიბლინგის მცდელობაც კი არ ჰქონიათ, ხოლო პასებსა და პრესინგში პოლონურ გუნდს სრული უპირატესობა ჰქონდა.
მოკლედ, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ რუსეთში ევროპული დონის მოთამაშეები არ გვყავს. ჩვენს გუნდებში პრობლემებია როგორც ტექნიკური უნარის, ასევე ფსიქოლოგიური სტაბილურობისა და გონებრივი განვითარების თვალსაზრისით. ფეხბურთელებმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე მეტად უნდა აიღონ, მაგრამ ლიდერული თვისებების ნაკლებობა თითქმის ყველა ახალგაზრდა რუსი ფეხბურთელის უარყოფითი თვისებაა."
შეგახსენებთ, "რუბინმა" დამატებითი დროის უკანასკნელ წუთზე, როცა ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან გაყვანილი იყო, თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და პოლონურ "რაკოვთან" საკუთარ მოედანზე დამარცხდა (0:1).
"დომინირებდა გუნდი, რომელიც კვარაცხელიაზე იაფი ღირს" - სლუცკის კითხვა დაუსვეს
ხვიჩას კაცნაკლულმა "რუბინმა" 120+2-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა