ხვიჩას კაცნაკლულმა "რუბინმა" 120+2-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინი“ პოლონეთის „რაკუვთან“ საკუთარ მოედანზე დამატებით დროში 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

სტუმრად „რუბინმა“ ნულოვან ფრეს მიაღწია, ყაზანში განმეორებითი შეხვედრა კი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. კვარაცხელია უნარიანად წარმართავდა თავისი გუნდის შეტევებს, კარგი პასები გაუკეთა ევტიჩს (ორჯერ), ჰაკშაბანოვიჩსა და კოსტიუკოვს, მაგრამ მათ მომენტები ვერ გამოიყენეს. 78-ე წუთზე ხვიჩამ საჯარიმოს კუთხიდან ააცილა ბურთი მიზანს, შემდეგ მისი თანაგუნდელის, აბილგორის თავით დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა.

106-ე წუთზე კვარაცხელია შეცვალეს. მსაჯმა მეორე
ყვითელი ბარათი უჩვენა მცველ სამოშნიკოვს და 111-ე წუთზე „რაკუვმა“ კაცნაკლულ „რუბინს“ გოლი გაუტანა - სწორედ გაძევებული სამოშნიკოვის პოზიციიდან თავურით დიუპინის კარი გუტკოვსკიმ დალაშქრა. ყაზანურ გუნდს მატჩის გადარჩენა შეეძლო, მაგრამ 120+2-ე წუთზე სტუმართა კარში დანიშნული პენალტი ჰაკშაბანოვიჩმა ვერ გამოიყენა.

altრატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...

მკითხველის კომენტარები / 27 /
ოჰოო რა ჩასაფრებული ყოფილა სასტავი))) თამაშს ვუყურე და არც ისე ცუდად უთამაშია სხვათაშორის. ჰქონდა რამოდენიმე დაკარგვა(20 წლის ბიჭია) მაგრამ თუ ვინმე ამწვავებდა თამაშს, ეს ხვიჩა იყო. მართლაც რომ ვერ უბამენ მხარს გუნდელები. ტოტენჰემში იფრენს. კვარა მიაწექი მტრების ჯინაზე!
შოთა
14:24 13-08-2021
0
თქვენ სხვა თამაშს უყურეთ და მე სხვას? რომელმა ითამაშა ხვიჩაზე უკეთესად ამ მატჩში? თქვენ მესის ან რონალდოს თამაში არასდროს არ გინახავთ? რა არასდროს არ დაუკარგავთ ბურთი? რუსი კომენტატორი ამბობს, რა მაგრად თამაშობს ხვიჩა, მაგრამ გუნდმა მხარი ვერ აუბაო. საიდან ამდენი ბოღმა?
ლადო
11:06 13-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული