Golden Boy 2021 - კვარაცხელია ისევ გალიდერდა!

AutoSharing Option
Tuttosport-ის მიერ ორგანიზებულ Golden Boy 2021-ზე მონაწილეთა რაოდენობა ისევ 20-ით შემცირდა და ხმების ათვლა თავიდან დაიწყო. მოგეხსენებათ, წინა ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელია პირველ პოზიციაზე იყო. 

60 მონაწილეს შორის ლიდერი ისევ "რუბინის" ქართველი გარემარბია, რომელსაც 5 069 მონაწილიდან მხარს 1 177 უჭერს - 23.2%.

ქართველ ფეხბურთელთან ყველაზე ახლოს "ვალენსიას" სამხრეთკორეელი ნახევარმცველი კანგ-ინ ლია 918 (5 069) - 18.1%.

პირველ ეტაპებზე კვარაცხელიას მთავარ კონკურენტს, თურქ მეკარე ერსინ დასტანოღლუს, ამ მომენტისთვის მხარს დაახლოებით 1% უჭერს.

შეგახსენებთ, საუკეთესო ახალგაზრდის გამოვლენის უკანასკნელ ნაწილში საქმეში ავტორიტეტული სპორტული
გამოცემების ჟურნალისტებისგან შემდგარი ჟიური ჩაერთვება.

კვარაცხელიასთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

altკვარაცხელიას 7 დრიბლინგი და სიმბოლური ნაკრები

altკვარაცხელია: "არ შეჩერდე, განაგრძე მოძრაობა"

altGolden boy-2021-ზე კვარაცხელია პირველ ადგილს იკავებს


მკითხველის კომენტარები / 4 /
და ბოლოს რა ხდება? მულტფილმს აჩვენებენ?
ვვვ
11:08 20-08-2021
0
უკვე მეორეა,15,3%-ით.პირველ ადგილს 20,4%აქვს
სოსო
18:38 19-08-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული