"სილესენის გამოჯანმრთელების მიუხედავად, ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც "ვალენსიას" კარი მამარდაშვილმა არ უნდა დაიცვას. დარწმუნებული ვარ, მთავარი მწვრთნელი ბორდალასიც ასე ფიქრობს.
ქართველი მეკარე ახალგაზრდაა და რა თქმა უნდა, შეცდომებს დაუშვებს, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს.
მამარდაშვილის ტრანსფერი კლუბის ბრწყინვალე მენეჯმენტის დამსახურებაა. ამ გარიგებისთვის საკუთარ თანხასაც კი გავიღებდი".
შეგახსენებთ, კანისარესი "ვალენსიას" კარს 10 წლის განმავლობაში იცავდა და სამჯერ მაშინდელი პრიმერა დივიზიონის საუკეთესო კარის დარაჯად დაასახელეს. მეკარეს ესპანეთის
"ვალენსია" 21 აგვისტოს "გრანადას" ესტუმრება და ძირითად შემადგენლობაში ისევ გიორგი მამარდაშვილს ველით.