AS-მა მამარდაშვილი ლა ლიგის 12 ახალგაზრდაში გამოარჩია

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა AS-მა ლა ლიგაში მოთამაშე 12 პერსპექტიული ფეხბურთელი გამოარჩია, რომლებსაც გულშემატკივრები განსაკუთრებით უნდა დააკვირდნენ. სიაში მეექვსე "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილია:

"სილესენისა და დომენეკის ტრავმამ ქართველ მეკარეს გზა გაუხსნა და მან ეს ბრწყინვალედ გამოიყენა. მამარდაშვილის ესპანელი გულშემატკივრები ისედაც იცნობდნენ, როცა მან ევროპა ლიგაზე "გრანადას" წინააღმდეგ ითამაშა, "ხეტაფესთან" კი მისმა სეივებმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. ქართველ კიპერს განსაკუთრებული რეაქცია და სისწრაფე აქვს."

ხსენებულ სიაში "ვალენსიას" კიდევ ერთი ფეხბურთელია - 18 წლის იუნუს მუსა. სიაშია "ბარსელონელი" ნიკო გოლსალესი. 12 ფეხბურთელს შორის კიდევ
ერთი მეკარეა - "ბილბაოს" კარის დარაჯი ჟულიენ აგირეზაბალა.

altკანისარესი: მამარდაშვილის შესაძენად ჩემს ფულსაც გავიღებდი

altEl PAIS - თუკი "ვალენსია" მამარდაშვილის გამოსყიდვას გადაწყვეტს...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული