მამარდაშვილის მიჯრით მეორე მატჩი ლა ლიგაში და "ვალენსიას" მიღწეული ფრე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 წლის ქართველმა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის სტარტზე ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა.

პრიმერას მეორე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „გრანადას" დაუზავდა - 1:1.

პირველ ტაიმში სტუმრები უპირტესობას ფლობდნენ, გოლი კი მასპინძლებმა გაიტანეს - სწრაფი კონტრშეტევისას სუარესმა ალდერეტეს პოზიციური შეცდომით ისარგებლა, ბაკას პასი მიიღო და ანგარიში გახსნა. მამარდაშვილის გაშვებულ გოლში დადანაშაულება არ შეიძლება, რადგან კარიდანაც ვერ გამოვიდოდა და ბურთის მოგერიებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. „ვალენსიამ“ კი თავისი შანსები ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმი „გრანადამ“ უკეთ ჩაატარა, დასაწყისში მეორე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ სანჩესმა ახლო
მანძილიდან ააცილა ბურთი მიზანს, შემდეგ მამარდაშვილმა გონალონს არ დაანება გატანა. თითქოს „ვალენსია“ მარცხისთვის განწირული იყო, მაგრამ შეხვედრის დასასრულს პენალტი მოიპოვა, რომელიც სოლერმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა. 90-ე წუთზე მონტორომ მასპინძლები ისევ წინ გაიყვანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა (ხელით თამაშსაც ჰქონდა ადგილი).

28 აგვისტოს „ვალენსია“ „ალავესს“ უმასპინძლებს და ვნახოთ, კვლავ გამოუცხადებს თუ არა მწვრთნელი ბორდალასი ჩვენებურს ნდობას.

მკითხველის კომენტარები / 32 /
ამ ბურთის აუღებლობაში ნამდვილად ვერ დაადანაშაულებ გიორგის,მაგრამ კარგი მეკარე ამ ბურთს აიღებდა, მან ცოტა დააგვიანა ნახტომი. ამის გამო არა მგონია მწვრთნელმა სათადარიგო სკამზე დასვას. ისე ზოგიერთებს აქ მინდა შევახსენო, რომ მეკარე როგორიც არ უნდა იყოს ის ზოგჯერ უშვებს გოლს!
დავით 67
22 აგვისტო 2021 16:28
2
27 კომენტარიდან 5 იყო მხოლოდ ისეთი რო ნუ რავიცი, ( ერათი დისლაიკი დამეწერა შემთხვევით, პირიქით მინდოდა) ან აზრზე არაა, არ ბავშვია და ვერ ერკვევა, ან ვალენსიის მოგებაზე ედო, ან უბრალოდ ქართველთმოძულეა! ზოგმა შეცდომა დაუთვალა ხელით ვერ მიაწოდაო ერთხელო , ოლივერ კანს და ბუფონს, ვან დერსაარს ქონდათ შეცდომები , 90 წუთის განმავლობაში ერთხელ ან ორჯერ დაუშვებ შეცდომას აბა რა იქნება? რობოტი ხომ არ ხარ? ადამინია! მთავარია აქ შეცდომის ხარისხი არ იყოს კატასტროფული, თორე ფეხბურთელს რომ ბურთი აეჭრება თამაშის დროს ეგ როგორ უნდა გაგიკვირდეს? გოლის გაშვების მომენტში კიდე, მთელი გუნდი ჩაწვა, კონტრიერიშზე დაიჭირეს, ნახევარდაცვა, დაცვა, ჩაეძინაა გუნდს, და გამოსვლაზე ვერ ითამაშაო რომ იძახი, ეტყობა ვერ უყურე თამაშს კარგად, მარტო გოლი ნახე მიმოხილვაში ალბათ! როგორ უნდა ეთამაშა გამოსვლაზე? ბურთზე რომ დაესწრო 10-15 მეტრი ქონდა გასარბენი და კარები ცარიელი რჩებოდა , მეტი შანსი უჩნდებიდა შემტევს გოლის გატანის, თავზე გადაეგდო ბურთი და გოლი იყო ისედაც და თან იმ თავდამსხმელს ბურთთან მხოლოდ 3-4 მეტრიღა აკლდა მისასწრებად , და ყველა ვარიანტში დაასწრებდა მამარდაშვილს, და საერთოდ ეგეთ დინამიკაში ყველა საშუალო დონის შემტევს 10-დან 6-7 გოლი მაინც გააქ! გასატანი უფრო იყო ეგ გოლი, ვიდრე ასაღები!! მეორე გოლი კიდე რაც არ ჩაითვალა სამართლიანად, 4 კაცი იყო ერთი-ერთზე საჯარიმოში და ხელზე თუ მუხლზე მოხვდა და ისე მიუვიდა იმ გოლის ავტორს და იყო თამაშგარე და ლოგიკურად არ ჩაითვალა!!! ვალენსიაში ფეხბურთელი გყავდეს ძირითადში, თან ლოკომოტივიდან გადასული და არ გიხაროდეს?? ძააან ცუდი ადამიანი უნდა იყო!!
Vasili
22 აგვისტო 2021 13:40
0
ვალენსიას ჩვენს დინამოზე უარესი დაცვა ჰყავს და ვინც არ უნდა იდგეს კარში, გოლებს გარდაუვლად გაუშვებს, თუმცა თავის გამოჩენის უფრო მეტი შანსიც ექნება და ეს კარგია.... თუ დაცვაში ვერ დალაგდნენ, შემტევ გუნდებთან, შესაძლოა, დიდი ანგარიშით დამარცხდნენ და საუკეთესო მოთამაშედ მეკარე დასახელდეს - ასეთი გუნდია და გამოცდილების მისაღებად უკეთესს ვერც ინატრებდა გიორგი.... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთთან გასვლით მატჩში ნდობა გამოუცხადონ და სასტარტოში დააყენონ, წესით, ლორიას არ უნდა ეწყინოს...
ვოოტ
22 აგვისტო 2021 11:46
1
ამ კომენტარებიდან ჩანს რომ 90% ხართ შურიანები, როგორც მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში. მიდი მამარდ მიაწექი
გელა
22 აგვისტო 2021 11:04
2
ჩავთვალოთ ვალენია ჩემპიონია, თუ მსაჯებმა ასე გააგრძელეს. პრინციპში მე წინააღმედეგი არა ვარ ...
SL
22 აგვისტო 2021 10:54
1
ვერ ხვდებით რა ნაციის ხალხი დებს ამგვარ კომენტარებს? ჰააა?!
ავჭალიდან
22 აგვისტო 2021 10:54
1
მეც ვფიქრობ, რომ გაშვებულ გოლში მამარდაშვილის დადანაშაულება უბრალოდ არ შეიძლება.იმედია შემდეგ მატჩშიც ვიხილავთ მას სასტარტოში
ქობულეთიდან
22 აგვისტო 2021 10:42
0
აბა რაა !!! საკუთარი ცხოვრების ვერ მომწყობმა ქართველმა " პროფესორებმა" უფრო არ იციან , რა შესაძლებლობები აქვს მამარდაშვილს , ვიდრე ვიღაცა , ათეული წლის განმავლობაში ვალენსიასა და ესპანეთის ნაკრების მეკარემ ?! აქ ხომ ყველამ ყველაფერი იცის , მიუხედავად იმისა უსწავლია , წაუხითხავს , უშრომია თუ უთენებია ღამეები საკუთარი უნარების განსავითარებლად ! საკუთარი განიავებული შესაძლებლობების გამო , არ უნდა გაბოროტდე ადამიანი , რადგან სხვას შეიძლება ბევრი ვერაფერი დააკლო და საკუთარ თავს კი ძალიან ბევრი . წარმატებები გიორგის , საერთოდ არიაქციო ყურადღება , უფრო მეტნი ვართ შენი წარმატებების გამზიარებლებიი .
ATP 16
22 აგვისტო 2021 10:10
0
Შეიძლება საუკეთესო მატჩი ვერ გამოუვიდა გიორგის,მაგრამ არც ცუდი იყო გუშინ.ისეთი უპატიებელი შეცდომებიც არ დაუშვია.წესით ალავესთანაც უნდა მიეცეს შანსი. Წარმატებები გიორგის,მატჩიდან მატჩამდე მოუმატებს და გამოცდილებას მიიღებს,პლუს ძლიერი მეკარეების მწვრთნელიც ყავს.❤ Პ.ს. გამოსვლებზე თამაში რატომ უჭირთ ქართველ მეკარეებს? ლორიას,მამარდას,მაკარიძეს,კუპატაძესაც,4ვე არადამაჯერებელია გამოსვლებზე,არადა ხაზზე თამაშში 4ვე ძლიერია,იმედია ამ კომპონენტსაც დახვეწავს მამარდა და თავისუფლად შეუძლია იგივე ობლაკის დონეზე ავიდეს თავდაუზოგავი შრომით!!!
Მეზღვაური
22 აგვისტო 2021 10:05
1
მორჩა ვერ ეღირსება აწი თამაშს,მოუწევს დუბლებში თამაში, ძალიან ცუდი იყო გუშინ,ეტყობა აუარდა თავში
საიმონ
22 აგვისტო 2021 08:16
38
ჯერ ქართულად წერა ისწავლეთ და მერე განიკითხეთ სხვები
იდალგო
22 აგვისტო 2021 16:01
0

სიახლეები პოპულარული