მამარდაშვილის მიჯრით მეორე მატჩი ლა ლიგაში და "ვალენსიას" მიღწეული ფრე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 წლის ქართველმა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის სტარტზე ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა.

პრიმერას მეორე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „გრანადას" დაუზავდა - 1:1.

პირველ ტაიმში სტუმრები უპირტესობას ფლობდნენ, გოლი კი მასპინძლებმა გაიტანეს - სწრაფი კონტრშეტევისას სუარესმა ალდერეტეს პოზიციური შეცდომით ისარგებლა, ბაკას პასი მიიღო და ანგარიში გახსნა. მამარდაშვილის გაშვებულ გოლში დადანაშაულება არ შეიძლება, რადგან კარიდანაც ვერ გამოვიდოდა და ბურთის მოგერიებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. „ვალენსიამ“ კი თავისი შანსები ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმი „გრანადამ“ უკეთ ჩაატარა, დასაწყისში მეორე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ სანჩესმა ახლო
მანძილიდან ააცილა ბურთი მიზანს, შემდეგ მამარდაშვილმა გონალონს არ დაანება გატანა. თითქოს „ვალენსია“ მარცხისთვის განწირული იყო, მაგრამ შეხვედრის დასასრულს პენალტი მოიპოვა, რომელიც სოლერმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა. 90-ე წუთზე მონტორომ მასპინძლები ისევ წინ გაიყვანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა (ხელით თამაშსაც ჰქონდა ადგილი).

28 აგვისტოს „ვალენსია“ „ალავესს“ უმასპინძლებს და ვნახოთ, კვლავ გამოუცხადებს თუ არა მწვრთნელი ბორდალასი ჩვენებურს ნდობას.

მკითხველის კომენტარები / 32 /
ამ ბურთის აუღებლობაში ნამდვილად ვერ დაადანაშაულებ გიორგის,მაგრამ კარგი მეკარე ამ ბურთს აიღებდა, მან ცოტა დააგვიანა ნახტომი. ამის გამო არა მგონია მწვრთნელმა სათადარიგო სკამზე დასვას. ისე ზოგიერთებს აქ მინდა შევახსენო, რომ მეკარე როგორიც არ უნდა იყოს ის ზოგჯერ უშვებს გოლს!
დავით 67
16:28 22-08-2021
2
27 კომენტარიდან 5 იყო მხოლოდ ისეთი რო ნუ რავიცი, ( ერათი დისლაიკი დამეწერა შემთხვევით, პირიქით მინდოდა) ან აზრზე არაა, არ ბავშვია და ვერ ერკვევა, ან ვალენსიის მოგებაზე ედო, ან უბრალოდ ქართველთმოძულეა! ზოგმა შეცდომა დაუთვალა ხელით ვერ მიაწოდაო ერთხელო , ოლივერ კანს და ბუფონს, ვან დერსაარს ქონდათ შეცდომები , 90 წუთის განმავლობაში ერთხელ ან ორჯერ დაუშვებ შეცდომას აბა რა იქნება? რობოტი ხომ არ ხარ? ადამინია! მთავარია აქ შეცდომის ხარისხი არ იყოს კატასტროფული, თორე ფეხბურთელს რომ ბურთი აეჭრება თამაშის დროს ეგ როგორ უნდა გაგიკვირდეს? გოლის გაშვების მომენტში კიდე, მთელი გუნდი ჩაწვა, კონტრიერიშზე დაიჭირეს, ნახევარდაცვა, დაცვა, ჩაეძინაა გუნდს, და გამოსვლაზე ვერ ითამაშაო რომ იძახი, ეტყობა ვერ უყურე თამაშს კარგად, მარტო გოლი ნახე მიმოხილვაში ალბათ! როგორ უნდა ეთამაშა გამოსვლაზე? ბურთზე რომ დაესწრო 10-15 მეტრი ქონდა გასარბენი და კარები ცარიელი რჩებოდა , მეტი შანსი უჩნდებიდა შემტევს გოლის გატანის, თავზე გადაეგდო ბურთი და გოლი იყო ისედაც და თან იმ თავდამსხმელს ბურთთან მხოლოდ 3-4 მეტრიღა აკლდა მისასწრებად , და ყველა ვარიანტში დაასწრებდა მამარდაშვილს, და საერთოდ ეგეთ დინამიკაში ყველა საშუალო დონის შემტევს 10-დან 6-7 გოლი მაინც გააქ! გასატანი უფრო იყო ეგ გოლი, ვიდრე ასაღები!! მეორე გოლი კიდე რაც არ ჩაითვალა სამართლიანად, 4 კაცი იყო ერთი-ერთზე საჯარიმოში და ხელზე თუ მუხლზე მოხვდა და ისე მიუვიდა იმ გოლის ავტორს და იყო თამაშგარე და ლოგიკურად არ ჩაითვალა!!! ვალენსიაში ფეხბურთელი გყავდეს ძირითადში, თან ლოკომოტივიდან გადასული და არ გიხაროდეს?? ძააან ცუდი ადამიანი უნდა იყო!!
Vasili
13:40 22-08-2021
0

სიახლეები პოპულარული