მამარდაშვილის მიჯრით მეორე მატჩი ლა ლიგაში და "ვალენსიას" მიღწეული ფრე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 წლის ქართველმა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის სტარტზე ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა.

პრიმერას მეორე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „გრანადას" დაუზავდა - 1:1.

პირველ ტაიმში სტუმრები უპირტესობას ფლობდნენ, გოლი კი მასპინძლებმა გაიტანეს - სწრაფი კონტრშეტევისას სუარესმა ალდერეტეს პოზიციური შეცდომით ისარგებლა, ბაკას პასი მიიღო და ანგარიში გახსნა. მამარდაშვილის გაშვებულ გოლში დადანაშაულება არ შეიძლება, რადგან კარიდანაც ვერ გამოვიდოდა და ბურთის მოგერიებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. „ვალენსიამ“ კი თავისი შანსები ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმი „გრანადამ“ უკეთ ჩაატარა, დასაწყისში მეორე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ სანჩესმა ახლო
მანძილიდან ააცილა ბურთი მიზანს, შემდეგ მამარდაშვილმა გონალონს არ დაანება გატანა. თითქოს „ვალენსია“ მარცხისთვის განწირული იყო, მაგრამ შეხვედრის დასასრულს პენალტი მოიპოვა, რომელიც სოლერმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა. 90-ე წუთზე მონტორომ მასპინძლები ისევ წინ გაიყვანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა (ხელით თამაშსაც ჰქონდა ადგილი).

28 აგვისტოს „ვალენსია“ „ალავესს“ უმასპინძლებს და ვნახოთ, კვლავ გამოუცხადებს თუ არა მწვრთნელი ბორდალასი ჩვენებურს ნდობას.

მკითხველის კომენტარები / 32 /
რა ჭირდა დღეს მამარდაშვილს უძილარი იყო? რას გავდა
ემიგრანტი
21 აგვისტო 2021 23:52
54
მგონი კარგად იდგა დღეს კარში, პირველ გოლში რამდენად შეიძლება მისი დადანაშაულება? სავარაუდოდ ყველა მეკარეს გაუჭირდებოდა აღება, რადგან იდეალურად დაარტყა იმ თავგასიებულმა!
თედო
21 აგვისტო 2021 23:47
3
გამოიღოს გოლი
დათო
21 აგვისტო 2021 23:45
139
არ მჯერა,რომ შენ ის დათო ხარ,რომელიც ჩვეულებრივ ამ სახელით დებს პოსტებს და ჩოგბურთის დიდი მოყვარულია.
სოსო
22 აგვისტო 2021 12:54
0
რამ გაგაბოროტა? ასე თუ გააგრძელებ ცხოვრებას საბრალო იქნები...;)
შოთიკო
22 აგვისტო 2021 00:19
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული