მამარდაშვილის მიჯრით მეორე მატჩი ლა ლიგაში და "ვალენსიას" მიღწეული ფრე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 წლის ქართველმა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის სტარტზე ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა.

პრიმერას მეორე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „გრანადას" დაუზავდა - 1:1.

პირველ ტაიმში სტუმრები უპირტესობას ფლობდნენ, გოლი კი მასპინძლებმა გაიტანეს - სწრაფი კონტრშეტევისას სუარესმა ალდერეტეს პოზიციური შეცდომით ისარგებლა, ბაკას პასი მიიღო და ანგარიში გახსნა. მამარდაშვილის გაშვებულ გოლში დადანაშაულება არ შეიძლება, რადგან კარიდანაც ვერ გამოვიდოდა და ბურთის მოგერიებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. „ვალენსიამ“ კი თავისი შანსები ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმი „გრანადამ“ უკეთ ჩაატარა, დასაწყისში მეორე გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ სანჩესმა ახლო
მანძილიდან ააცილა ბურთი მიზანს, შემდეგ მამარდაშვილმა გონალონს არ დაანება გატანა. თითქოს „ვალენსია“ მარცხისთვის განწირული იყო, მაგრამ შეხვედრის დასასრულს პენალტი მოიპოვა, რომელიც სოლერმა ჩვეულად უზადოდ შეასრულა. 90-ე წუთზე მონტორომ მასპინძლები ისევ წინ გაიყვანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა (ხელით თამაშსაც ჰქონდა ადგილი).

28 აგვისტოს „ვალენსია“ „ალავესს“ უმასპინძლებს და ვნახოთ, კვლავ გამოუცხადებს თუ არა მწვრთნელი ბორდალასი ჩვენებურს ნდობას.

მკითხველის კომენტარები / 32 /
30 მილიონიანი მეკარე სათადარიგოზე ზის და ეს ბიჭი თამაშობს.ნუთუ არ გეამაყებათ? მე ცრემლები მახჩობს,როცა ვუყურებ?
CHEROELI
22 აგვისტო 2021 04:00
3
რათქმაუნდა ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ სილესენი 30 მილიონი არ ღირს. 5 მილიონი ევრო არის მისი ღირებულება.
გიორგი
22 აგვისტო 2021 05:00
1
სულ რომ 10 გოლი გაეშვა ერთ თამაშში გამოიღოს გოლი ვერც გავიფიქრებდი და არც დავწერდი, დაფიქრდი სად თამაშობს და რა გუნდში, ეს ხომ წნორის მილანის მეკრე არაა
აჩი***
22 აგვისტო 2021 00:35
1
ჩემი აზრით ძალიან კარგად იდგა კარში, უბრალოდ ეს გოლი გაეშვა სილენსენს იტყოდენ აუღებელი იყოვო, და მართლაც მასეა, რადგან გიომ გაუშვა ასაღები იყო გამოსულიყო უნდაო, შეიძლება ბევრი გაუშვას მაგრამ სტაბილურად დგას კარში და ბევრ არ ასაღებ ბურთსაც იღებს, 20 წლის ბიჭია და ვალენსიაში ენდობიან, ჩვენი 20 წლის ფეხბურთელები ესპანეთში ნამყოფიც არ არიან,
აჩი**
22 აგვისტო 2021 00:25
2
ამ კომენტარებიდან ჩანს რომ 90% ხართ შურიანები, როგორც მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში. მიდი მამარდ მიაწექი
გელა
22 აგვისტო 2021 11:04
2
მგონი კარგად იდგა დღეს კარში, პირველ გოლში რამდენად შეიძლება მისი დადანაშაულება? სავარაუდოდ ყველა მეკარეს გაუჭირდებოდა აღება, რადგან იდეალურად დაარტყა იმ თავგასიებულმა!
თედო
21 აგვისტო 2021 23:47
3
მეორე ,არჩათვლილი გოლის დროს,ვალენსიას 8 ნომერი,გოლის გამტანზე უკან იმყოფებოდა.ასე რომ თამაშგარე ნამდვილად არ იყო და ვალენსია,ხელით თამაშმა გადაარჩინა.ძალიან დასალაგებელია,ვალენსიას თამაში.შეტევაში კი,უნიჭოც.კვარაცხელიას ტექნიკის ფეხბურთელს ვერ ვხედავ,მათ შემადგენლობაში,თუმცა ძალიან ბევრს კი დარბიან და იბრძვიან.უკვე ორი ტურია,პენალტების დახმარებით იღებენ ქულებს და ასე,ვერ გაგრძელდება.მამარდაშვილი,ერთხელ შეცდა აშკარად,როცა სწრაფი შეტევა სცადა და ხელით ძალიან ძლიერად შემოტანილ ბურთს,პარტნიორი ვერ დაეწია.დანარჩენი ნორმის ფარგლებში იყო.გოლის მასზე დაბრალება არ შეიძლება,ვერც მეორე,არჩათვლილ გოლში გავამტყუნებთ,ხოლო როცა ბურთი მკერდზე მოხვდა და კარის ხაზიდან ხელით უხერხულად გამოაგდო,დარტყმული ახლოდან იყო და სრულფასოვანი რეაგირება,ძალიან ძნელი იყო.
სოსო
22 აგვისტო 2021 00:15
3
იმ ადამიანებმა, რომლებიც თქვენსავე ტაქსიში საკუთარი წინდების სუნში იხრჩობით, რადგან ძროხის მოვლა გეზარებათ და ისენი ვინც მენეჯერები უნდა იყოთ, თქვენი ახლობლების აზრით, არ შეულახოთ სახელი იმ ადამიანებს, ვინც საქმეს მართლაც აკეთებენ.
წარმატება სპორცმენ და სრულიად დისციპლინირებულ ქართველებს
22 აგვისტო 2021 02:58
2
ქართულ ფეხბურთს ერთმანეთის წარმატებით გახარება გადაარჩენს
შოკირებული გულშემატკივარი
22 აგვისტო 2021 09:47
0
ვალენსიას ჩვენს დინამოზე უარესი დაცვა ჰყავს და ვინც არ უნდა იდგეს კარში, გოლებს გარდაუვლად გაუშვებს, თუმცა თავის გამოჩენის უფრო მეტი შანსიც ექნება და ეს კარგია.... თუ დაცვაში ვერ დალაგდნენ, შემტევ გუნდებთან, შესაძლოა, დიდი ანგარიშით დამარცხდნენ და საუკეთესო მოთამაშედ მეკარე დასახელდეს - ასეთი გუნდია და გამოცდილების მისაღებად უკეთესს ვერც ინატრებდა გიორგი.... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთთან გასვლით მატჩში ნდობა გამოუცხადონ და სასტარტოში დააყენონ, წესით, ლორიას არ უნდა ეწყინოს...
ვოოტ
22 აგვისტო 2021 11:46
1
მეც ვფიქრობ, რომ გაშვებულ გოლში მამარდაშვილის დადანაშაულება უბრალოდ არ შეიძლება.იმედია შემდეგ მატჩშიც ვიხილავთ მას სასტარტოში
ქობულეთიდან
22 აგვისტო 2021 10:42
0
სანამ არ Ჩააგდებს ᲗამაᲨს მანამდე აᲗამაᲨებენ არ დაგვავიწყდეს,რომ სილესენი იᲗვლება ევროპის ერᲗ ერᲗ საუკეᲗესო მეკარედ,მაგრამ სერიოზულ გუნდებᲨი იᲗამაᲨა კარგად არის ᲫირიᲗადᲨი Ჩააგდო სკამი ეს როდესაც მეკარეს ეხება Თან სკამზე სილესენი Თუ გიზის.დᲦევანდელი ᲗამაᲨი მამარდაᲨვილს არ Ჩაუგდია ესეიგი მომდევნო ᲗამაᲨᲨი ᲫირიᲗადᲨი იქნება და Ძალიანაც კარგი.
გოჩა
22 აგვისტო 2021 00:26
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული