"ტოტენჰემი" ტრაორეს ვეღარ იმატებს - ეს კვარაცხელიასთვის შანსია?

AutoSharing Option
ავტორიტეტული The Times-ი წერს, რომ "ტოტენჰემი" "ვულვზს" ესპანელი შემტევის, ადამა ტრაორეს ტრანსფერზე ვერ უთანხმდება.

ლონდონელები "მგლებს" 5 მილიონ ფუნტს სთავაზობენ, რითაც ისინი ფეხბურთელს ერთი სეზონით ინათხოვრებენ, "ვულვზი" კი ამის წინააღმდეგია.

საქმე იმაშია, რომ ტრაორეს გუნდთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს. ამიტომ, "მგლების" ბოსებს სურთ, რომ "ტოტენჰემმა" ფორვარდის გამოსყიდვის ვალდებულება აიღოს, გარიგების საფასურმა კი 35 მილიონი ფუნტი შეადგინოს.

მსგავი სცენარით მოვლენების განვითარება კი "დეზებს" არ აწყობთ და ფეხბურთელის მხოლოდ 1 წლით დამატებაზე ფიქრობენ, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.

ჩვენთვის ეს ფაქტი კი საინტერესო იმითაა,
რომ "ტოტენჰემში" გადასვლის ერთ-ერთი კანდიდატი ხვიჩა კვარაცხელიაცაა და მისი ერთ-ერთი კონკურენტი ტრაორეც გახლდათ.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ჯერ ერთი ტრაორე მარჯვენა ფლანგზე თამაშობს და კვარაცხელიას ტრანსფერთან რა შუაშია ? მერე მეორე რომელმა სანდო გამოცემამ დაწერა ან ტოტენჰემის გვერდმა რომ კვარაცხელიას ყიდვა უნდათ ? აქამდე კალაძემ მოაგვარა მილანში ტრანსფერიო და ახლა ტოტენჰემში ქინქლაძეს პატივისცემით ეხმარებიან ინგლისელი მეგობრები )))) ან რა ტოტენჰემი 60 თამაშში რუსეთის ჩემპიონატში 10 გოლი არ აქვს გატანილი კვარაცხელიას
TOM
24 აგვისტო 2021 20:07
0
ეს ადამა ტრაორე კაი მუტრუკია მაგრამ თამაშის მხრივ დიდი ვერაფერი... იმედია კვარას აიყანენ სტილით უფრო გამოდგებათ
niko
24 აგვისტო 2021 19:49
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული