60 მონაწილეს შორის ისევ "ბეშიქთაშის" თურქი მეკარე ერსინ დასტანოღლუ გალიდერდა - 43 942 მონაწილიდან მას მხარს 16 758 (38.1%) უჭერს. 19 წლის გრინვუდს, რომელიც "იუნაიტედის" რიგებში 20 გოლის ავტორია, 6 581 (43 942) ხმა აქვს, რაც ზუსტად 15%-ია. მესამეზე ლისაბონის "სპორტინგის" ფეხბურთელი ალექსანდრ ნუნო მენდესია 5 642 (43 942) - 12.8%.
საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბი მე-4 ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, ყოველი 20 მონაწილის გამოთიშვის შემდეგ ხმები ანულირდება. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოვლენის ბოლო ეტაპზე საქმეში ავტორიტეტული სპორტული გამოცემების ჟურნალისტებისგან შემდგარი ჟიური ჩაერთვება.
კვარაცხელიასთვის მხარდაჭერა ამ ბმულის მეშვეობით შეგიძლიათ