ხვიჩა, ძირითადად, მარცხენა ფლანგზე თამაშობს. პირველ ფოტოზე პრემიერლიგის გასული სეზონში მისი სამოქმედო არეალია. კვარაცხელიას უყვარს დაცვაში ჩამოსვლა და მოწინააღმდეგისთვის ბურთის ართმევა, შემდეგ კი წინ გაიჭრება, სივრცეს იპოვის და საგოლე შანსის შექმნას ცდილობს.
როცა კვარაცხელია ბურთს იღებს და წინ მიიწევს, მეტოქის მცველებში სრული პანიკა იწყება. გარემარბი ცდილობს, რამდენიმე მოწინააღმდეგე
თუკი კარგად დავაკვირდებით მის თამაშს, აღმოვაჩენთ, რომ კვარაცხელია საგოლე შანსებს უფრო მეტად მაშინ ქმნის, როცა მარცხენა ფრთიდან ცენტრისკენ შეიჭრება და კარისკენ გაიხედავს (მე-3 ილუსტრაცია).
წინა და მომდევნო კადრებში ვხედავთ, რომ მცველებში მოქცეული კვარაცხელია ერთგვარად "კრუიფის ფინტით" მათგან ერთიანად თავის დაღწევას ახერხებს და შეტევასაც აგრძელებს.
ახლა კი ქართველი გარემარბის საგოლე გადაცემებზე (ფოტო ქვემოთ) ვისაუბროთ - ის დრიბლინგებით მოწინააღმდეგეებს იოლად იშორებს და შესაბამისად, ფორვარდის არეალში მოთამაშე თანაგუნდელი საგოლე პოზიციაზე იოლად გაჰყავს.
სკაუტური დასკვნა
კვარაცხელიას შეუძლია თავისი წარმატებული დრიბლინგებით კიდევ უფრო მეტი საგოლე შანსი შექმნას, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ცივსისხლიანობა აკლია და საგოლე მომენტების უკეთ გამოყენება მართებს. სწორ მწვრთნელთან მუშაობით შეუძლია ამ მიმართულებით დაიხვეწოს. კვარაცხელიას მეტი შემოქმედებითი თავისუფლება და წინა ხაზზე უკეთესი პარტნიორები სჭირდება.
ხვიჩა ჯერ 20 წლისაა და ამიტომ, სრულფასოვანი მოთამაშე ვერ იქნება, მაგრამ ბევრად მაღალი დონის ლიგაში ასპარეზობა ნამდვილად შეუძლია. ის უაღრესად ნიჭიერია და როცა მცველებს სისწრაფითა და ცრუმოძრაობებით სცდება, მისი გაჩერება ძალიან რთული ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ამის ცქერა სასიამოვნოა, მაინც რჩება განცდა, რომ ხვიჩა მეტოქის თითოეული მცველის ზედმეტად ბევრჯერ გაბითურებას ცდილობს.
მომზადებულია EPL analysis-ის მიხედვით