ოფიციალურად: "ანორთოსისში" კიდევ ერთი ქართველი იასპარეზებს

AutoSharing Option
ნიკა ნინუამ სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს "პაოკი" დატოვა და თემურ ქეცბაიას "ანორთოსისს" ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. შეგახსენებთ, ამ გუნდში გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა ასპარეზობენ.

ხსენებულ გარიგებაზე საუბარი ზამთარშიც იყო, თუმცა მაშინ შეთანხმება არ შედგა. 22 წლის ნახევარმცველს ბერძნულ კლუბში შანსი საერთოდ არ ეძლეოდა. ნინუამ "პაოკის" მაისურით ბოლოს 14 ივლისს, პსვ-სთან ამხანაგურ მატჩში ითამაშა.

"პაოკიც" და "ანორთოსისიც" კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებენ.

ნიკა ბერძნული კლუბის რიგებში ერთი გოლისა და ამდენივე საგოლე პასის ავტორია. მანამდე ის თბილისის "დინამოში" გამორჩეული იყო - 4
სეზონის განმავლობაში 13 გოლი გაიტანა.

altარც ნინუა, არც გორდეზიანი - "პაოკი" კონფერენს ლიგაზე იწყებს

altქართველები პირველივე ტურში დაუპირისპირდებიან - ევროტურნირების კალენდარი ცნობილია



მკითხველის კომენტარები / 13 /
ქეცბა გენაცვალე მაგარი კაცი ხარ! მეგრელებმა იციან ერთმანეთის გატანაო მაგაზეა ნათქვამი ❤️
მეგრული კლანი
02 სექტემბერი 2021 11:13
0
ესეთ ფორმაში ხვიჩა დარჩეს რუბინში და მომავალი ზაფხული გამოიყენოს სატრანსფეროდ ჯობია ეგრო წავიდეს ეხლა ახალ გუნდში იქ ტრენერი როდის ათამაშებს არავინ იციი ხან ფორმაში არაო ხან ტრავმა ახალი მორჩენილი აქ დაიწყებენ და ჰერი ჰერიიი
კვარა
31 აგვისტო 2021 20:28
0
იმედი მაქვს, ქეცბიას მომთხოვნელობით და დახმარებით ითამაშებს ნიკა დიდ ფეხბურთს და საქართველო კიდევ ერთ ტალანტს არ დაკარგავს.
წარმატებები!
არჩი
31 აგვისტო 2021 13:50
1
მახსოვს რო მიდიოდა მაშინ დავაკომენტარე აქ.აშკარად ეტყობა ამისგან ფეხბურთელი არ დადგება დინამოში აღარ თამაშობს რაკი რაღაც ვარიანტები აქვსთქო.ამავსეს დისლაიკებით.ფაქტია უკვე 22 წლისაა და პაოკის განაცხადსაც არ აკარებენ.ქეცბაია რომ არა მორჩენილი იყო ამის კარიერა.ან სადღაც აკჟაიკში წავიდოდა.რამდენს გადაურჩინა ქეცბამ კარიერა,მაგრამ ვინ დაუფასა,პირიქით კონკურენტ გუნდში გადავიდა სამი კაცი.შეთქმულება მოუწყვეს ბიჭებმა.მაგარი კაცია თემური
Master
31 აგვისტო 2021 13:31
3
თემური კი არის კაი კაცი, მაგრამ შეენ???
ხხხ
31 აგვისტო 2021 15:13
4
22 წელი ფეხბურთისთვის ახალგაზრდა აღარ არის. საუკეტესო წლები დაკარგა.
მდაა
31 აგვისტო 2021 13:22
1
ეჰ ნინუ(( "დინამოა" შენი აუსტერლიცი,
gela
31 აგვისტო 2021 11:10
3
ნინუას ეტყობა არაა შრომის მოყვარე ეტყობოდა მაგას სანამ პაოკში წავიდოდა დინამოში არ ითამაშა 5თვე მარტო ნიჭი არაა უდიდესი შრომა უნდადა პროფესიონალიზმი კარგი ფეხბურთელი რომ გამოხვიდე რაც ნინუას არ გააჩნია სამწუხაროდ,
თემური
30 აგვისტო 2021 22:18
8
თანამედროვე ფეხბურთში მარტო სტანდარტულების კარგად შესრულება საკმარისი არ არის. გუნდურ თამაშს უნდა მოერგოს ,იმედია გამოასწორებს ხარვეზებს და უკეთ ათამაშდება

gio gio
30 აგვისტო 2021 19:24
4
არ მგონია ბერძნებს ნინუას დაჩაგვრა უნდოდეთ.., უბრალოდ მიზეზი არის რაც ჩვენი ბიჭების უმეტეს ჭირს, დაბალი ფიზიკური კონდიციები და თამაშის დროს ხშირად კონცენტრაციის დაკარგვა-სათამაშო დისციპლინა....
გუსანი
30 აგვისტო 2021 17:37
10
თუ ტვინს და ფეხს გაანძრევს, არაფერი დაკარგული არა აქვს, პირიქით ყველაფერი წინა აქვს.
T
30 აგვისტო 2021 16:09
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული