ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-ს ყოფილი ნახევარმცველი, 21 წლის კონსტანტინ მარადიშვილი კარიერას იმავე ქალაქში, ოღონდ "ლოკომოტივის" რიგებში განაგრძობს.

ტრანსფერის განხორციელებაზე, მის შესახებ ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი წერდა:

გასაკვირია, თუმცა რალფ რაგნიკმა და მისმა გუნდმა ცსკა-ს ორი არაძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის გადმობირებაზე იმუშავეს.

აგვისტოში "ლოკომოტივმა" ნაირ ტიკნიზიანი იყიდა, ახლა კი მარადიშვილი გაიფორმა, რომელმაც ალეკსეი ბერეზუცკის მწვრთნელობისას მიმდინარე სეზონში მხოლოდ 80 წუთი ითამაშა.

"ლოკომოტივმა" კონსტანტინს იმაზე 4-ჯერ მეტი ხელფასი შესთავაზა, რასაც ცსკა-ში იღებდა. მშობლიურ კლუბში მარადიშვილი, დააახლოებით, 1 მილიონ რუბლს იღებდა. ტრანსფერის ფასი კი 5-7 მილიონ ევროში
მერყეობს და ნახავარმცველის თამაშზეა დამოკიდებული.

კლუბის შეცვლაში უდიდესი წვლილი კონსტანტინის მამამ, კობამ მიიღო, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია. ის შვილის კარიერას დიდ ყურადღებას აქცევს, ყველა მატჩს ესწრება და მეტწილად, გადაწყვეტილებებში მთავარ როლს ის არულებს." - დაწერა არუსტამიანმა ტელეგრამის თავის არხზე.

მოგეხსენებათ, სწორედ კონსტანტინ მარადიშვილის მამამ, რომელიც სამშობლოდან რუსეთში საცხოვრებლად კარიერის დასრულების შემდეგ გადავიდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას განუცხადა, რომ მისი შვილი ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების რიგებში თამაშს არ აპირებს. აღსანიშნავია, რომ კონსტანტინის ბაბუა დღემდე საქართველოში ცხოვრობს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
Saqartvelos moqalaqea qartveli
Roma ochamchireli
03 სექტემბერი 2021 16:00
4
ქართველი არის ის, ვინც არის საქართველოს მოქალაქე!
პროფესტო
03 სექტემბერი 2021 14:20
17
ბევრი შავკანიანი არის დღეს საქართველოს მოქალაქე და ეხლა შენი გაგებით ისინი ქართველები არიან? მე კიდევ ვარ ამერიკის მოქალაქე და გამოდის რომ არ ვარ ქართველი? მაგარი ლოგიკა გაქვს
პროფესტოს
04 სექტემბერი 2021 05:16
0
არასწორი ინტერპრეტაცია ის,რომ ის ვინც საქართველოს მოქალაქ არ არის ის არ არის ქართველი.ბევრი ქართველი არ არის არ არის საქართველოს მოქალაქე,მაგრამ ბევრი ვერც შეედრება ქართველობაში. ამ შემთხვევაში კი ეს ადამიანი ნამდვილად არ არის ქართველი!!
Beqa
03 სექტემბერი 2021 17:29
2
ყველა გამოხმაურება
ამ ეტაპზე არ აპირებს ხო?? ისე როგორც არაერთი იჭიმებოდა .. სხვა ეტაპზე ოღონდ მათამაშეთო “ჩალიჩს” დაიწყებს ფედერაციის ბოსებთან...
კაი ერთი
03 სექტემბერი 2021 14:01
4
ეს ბიჭი კი გამოგვადგებოდა ნაკრებში კანკავას შემცვლელად ნამდვილად კარგი ჩამშლელია და შეტევაშიც შეუძლია თამაში მაგრამ არ უნდა საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლა და რა გინდა რომ გაკეთო.
ზურა
03 სექტემბერი 2021 13:56
1
შეცდომაა - ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი
სწორია - ახალგაზრდა რუსი ნახევარმცველი
სერგო
03 სექტემბერი 2021 13:44
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული