საიმანოვი: ხვიჩაზე რუბლიც არავის შემოუთავაზებია - ახლა დამშვიდდა და ითამაშებს

AutoSharing Option
"რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა Бизнес Online-თან გუნდში დარჩენილ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"ხვიჩა არ წავიდა და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ დარჩა. ჩვენ წინაშე მისი გაყიდვის ამოცანა არ იდგა, უბრალოდ ბევრი ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მისით მრავალი კლუბია დაინტერესებული. შეძენაზე კი არც ერთი წინადადება არ ყოფილა - არც ერთი კლუბისგან ოფიციალური მომართვა. არანაირი თანხა მასზე არ გაგვიხმოვანებია. ამიტომ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ მაღალი მოთხოვნები გვაქვს. თუნდაც ერთი რუბლის შემოთავაზება რომ გამოეგზავნათ, მაშინ ვიტყოდი, რომ ასეთზე თანახმა არ ვიყავი.
თუმცა რუბლზეც არ გამოუგზავნიათ შემოთავაზება და კიდევ რაზეა საუბარი.

ჩვენ მოლაპარაკებებისთვის მზად ვიყავით, მაგრამ წინადადებები არ იყო. ის დარჩა, რაც გვახარებს. ფეხბურთელი ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და როგორც ჩანს, გულშემატკივრებსაც შეუყვარდათ: ფეხბურთზე დიდი ინტერესით დაიწყეს სიარული. როგორც წესი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ევროპის კლუბები ბევრ შენაძენს არ აკეთებენ, მაგრამ ჩვენ ვნახავთ, ყველაფერი როგორ წარიმართება. ახლა ხვიჩა "რუბინის" მოთამაშეა.

ვფიქრობ, ყველა ამ საუბარმა კვარაცხელიაზე რაღაცნაირად იმოქმედა. რაც უნდა იყოს, ახალგაზრდა ბიჭია. შესაძლოა, ფიქრობდა, რომ წავიდოდა. ამიტომ ამან რაღაცნაირად მისი დესტაბილიზაცია მოახდინა. ახლა დამშვიდდა და ითამაშებს".

მკითხველის კომენტარები / 29 /
მᲗავარია ტრავმა არ მიიᲦოს;წარმატებები ყვიᲩას
გოჩა
10 სექტემბერი 2021 08:08
0
ხვიჩას ლანძღვას თავი დაანებეთ,მას ამის მსგავსი არაფერი დაუმსახურებია,აქ სხვა რაღაცაშია საქმე,ბიჭს გულს ნუ უცრუებთ ყველაფერზე,თუმცა მე ხვიჩასი მჯერა,ასე იოლად მას ვერავინ გატეხავს და ყველა მოშუღლისაგან თავის დაცვასაც იოლად ისწავლის,ის ამას თავისი კარგი და გულიანი თამაშით ხშირად დაგვიმტკიცებს.
თერჯოლელი
09 სექტემბერი 2021 22:24
3
გეთანხმებით. მეც იმედი მაქვს ამათ არ მიაქცევს ყურადღებას. ვინც მას პირადში წერს და შეურაცხყოფას აყენებს, არაფრის ღირსი არაა. საქმე მეტი არ აქვთ, გარდა იმისა 20 წლის ბიჭი ლანძღონ და წყევლონ, ტრავმის გამო ნარებში რატომ არ ჩამოვიდაო. იგივე ხალხია ესენი, ვინც მარტის თამაშებზე მას ტაშს უკრავდა. მიხარია, რომ ნორმალური გულშემატკივარიც დარჩა ამ ქვეყანაში თორე მართლა ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამო უნდა დაიხარჯოს აქ ფეხბურთელი.
Thomas
09 სექტემბერი 2021 23:07
2
მალე იტალიურის მასწავლებელი რო მივა ხოლმე მაგასთან ბაზაზე მერე მიხვდებით რატო მოიქცა ასე
SHAME!
09 სექტემბერი 2021 21:33
4
ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ!!! ალბათ ოქტომბრისთვისაც მამუკა ჯუღელი ჩაუპატკატებს და ვერ ჩამოვა((((
აბგდ
09 სექტემბერი 2021 18:07
5
ხვიჩა! თავი უნდა გამოიჩინო საერთაშორისო შეხვედრებში.
რუსეთის ჩემპიონატში თავი დაზოგე, ტრავმებს მოერიდე, პასებით ითამაშე, შორიდან გაიტანე.
როგორმე ჯუღელი მოიცილე, თორემ რუსეთში დაგტოვებს სამუდამოდ.
ქ. გ.
09 სექტემბერი 2021 16:50
2
რა დღეში ჩააგდეს ბიჭი ამ არაკაცებმა!!!!
გიორგი
09 სექტემბერი 2021 15:40
2
დაუკავშირდით ჟურნალისტები, რატომ არ ჩამოვიდა, რა აწუხებს და კითხეთ კიდევ რაღაცეები.
gio
09 სექტემბერი 2021 13:41
2
გაუწყვიტე კონტრაქტი ჯუღელს სანამ დროა,თორე დაგალპობს რუსეთში.ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატიდან ვინც არ უნდა დაგიძახოს-წადი!
BOSS
09 სექტემბერი 2021 13:00
4
ერიჰაა!ეხლა კი მიჰქარავს,ეს კაცი!სტადიონზე მაყურებელი მოჰყავს და არ აწყობს,ჯერ მაინც მისი გაშვება.ხვიჩას ძალიან ბევრს ურტყამენ და თუ დროზე ვერ გაასწრო,მართლაც დაამჟავებენ.რას ჰკარგავენ,ხელფასი არც ისე დიდი აქვს და კონტრაქტი,2024 მდე.ასე რომ კიდევ ორი წელი,შეიძლება ასე აცოდვილოს პრეზიდენტმა,თუ მართლაც მისთვის სასურველი თანხა არ გადაუხადეს.ალბათ ცოტა ხანმოკლე კონტრაქტი უნდა დაედოთ.მაშინ გაყიდვას დაეხარბებოდნენ,ან კიდევ გაცილებით უკეთესი კონტრაქტით,მის დატოვებას.
სოსო
09 სექტემბერი 2021 11:46
2
ამ ფარჩაკ ნაკრებში, ამ ფედერაციის და ფულზე დახამებული "ფეხბურთის მამების" ხელში არც მე ჩამოვიდოდა, თითსაც კი არ გავანძრევდი. იმის მეშინია მამარდაშვილის კარიერას არ იქონიოს გავლენა ამ ფარჩაკმა ნაკრებმა. რეპუტაციის ამბავია რომ ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების ძირითადში რომ არ გაყენებენ, თორემ... დაგიძახებენ ნაკრებში ვაია, არ დაგიძახებენ ვუი
გიორგი
09 სექტემბერი 2021 11:30
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული