"ხვიჩა დაუსრულებლივ კამათობდა სლუცკისთან, სთხოვდა ნაკლებად დაეტვირთა, ახლა კი რუსეთში მოუწევს ჩეხვა" - რუსულმა მედიამ კვარაცხელიას არშემდგარი ტრანსფერის დეტალები გაამხილა

AutoSharing Option
"ჩემპიონატზე" ჟურნალისტმა დმიტრი ზიმინმა "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე წერილი გამოაქვეყნა:

აზრით ხვიჩა უკვე ევროპაშია. ახლა როგორ დაბრუნდეს რუსეთში?

ყველაზე ნიჭიერი თუ რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე გადამეტებულად შეფასებული მოთამაშე?

"ხვიჩას გასაყიდად "რუბინი" მთელი ზაფხული ემზადებოდა. ლამის ყოველ კვირაში რუსი და ევროპელი ინსაიდერები ახალ კლუბებზე იტყობინებოდნენ, რომლებიც თითქოს ქართველ ტალანტზე ფასს სწევდნენ. იტალიის ყველა ტოპები - "იუვენტუსი", "ინტერი", "მილანი", "ატალანტა", "ნაპოლი", ინგლისის ორი კლუბი - "ტოტენჰემი", "ევერტონი" და დანართში "ბაიერნი", "ბორუსია" და "სევილია". გასაკვირიცაა, ყველამ ერთდროულად როგორ მიაქცია რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ჭაბუკს ყურადღება.
მაღალ დონეზე ინტერესი ეჭირა ფეხბურთელის აგენტ მამუკა ჯუღელს. გახურებული სატრანსფერო ფანჯრისას მან 10 კლუბი დაასახელა, რომლებიც ხვიჩათი იყვნენ დაინტერესებული და ცნობა გაავრცელა, რომ ორთან კონკრეტული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მისი აზრით, წასვლის ალბათობა 85-90 პროცენტს შეადგენდა.

თუმცა, ქართველ საფეხბურთო მაესტროს ცხადია დაავიწყდა: საჯაროობა რეალური ინტერესისაა კარგი. ბლეფი კი უმალ იგრძნობა. რომელიმე ტოპ-კლუბს "რუბინისთვის" ხვიჩაზე რეალური წინადადებით რომ მიემართა, პირველ რიგში მთავარ ოფციას ჩაწერდა - არავითარი კომენტარები პრესაში. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმან ტკაჩენკომ, როდესაც ელდორ შომორუდოვის "რომაში" ტრანსფერის სპეცოპერაციაზე მოგვითხრო. აგენტებს პირველ რიგში სთხოვეს დეტალებზე სახალხოდ არაფერი ეთქვათ. ამიტომ ტრანსფერი ბოლო მომენტამდე ზესაიდუმლო ვითარებაში მიმდინარეობდა.

შესაბამისად, თუ დიდი ხუთეულის კლუბებს არა უბრალოდ დიდი ინტერესი ჰქონდათ, არამედ მოლაპარაკებებიც დაიწყეს, მამუკას საჯარო გამოსვლებს ვერ ვიხილავდით. აუცილებლად იქნებოდა შეკითხვები და გაცნობითი საუბრები, მაგრამ იმავე დროს ევროპაში "რუბინის" პოზიცია ესმოდათ: კლუბი მზად იყო საუბარი 20 მილიონი ევროდან დაეწყო - სავსებით ადეკვატური ფასია რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე ნიჭიერი მოთამაშისთვის. ასეთი შეთავაზების გამოგზავნა კი ვერავინ გადაწყვიტა.

ზამთარში ასეთი თანხის გარიგებები იშვიათობაა და ეს იმას ნიშნავს, რომ, ალბათ, ხვიჩა კიდევ ერთ წელს "რუბინში" გაატარებს. გუნდის კონფედერაციათა თასიდან გამოვარდნის გამო ევროტურნირებზე თავის გამოჩენის შანსის გარეშე, ამიტომ მხოლოდ შიდა ჩემპიონატზე მოუწევს ჩეხვა. და ყველაზე მთავარი - არ შეამციროს თავისადმი მოთხოვნა და არ დაივიწყოს განვითარება. ასეთი პრობლემა არის.

ამბობენ, მთელი აგვისტოს მანძილზე ფეხბურთელი დაუსრულებლივ კამათობდა სლუცკისთან და სთხოვდა ნაკლებად დაეტვირთა, რამეთუ შესაძლო ტრავმაზე სწუხდა. მწვრთნელი უარს ეუბნებოდა და მატჩებზე პირველივე წუთებიდან აყენებდა. აგვისტოს შუა რიცხვებში მოთამაშემ მაინც მიიღო ტრავმა - ასეთია ოფიციალური ვერსია. არაოფიციალური - ფეხბურთელს ყველაფერი მობეზრდა და თვითნებურად თქვა თამაშზე უარი, რამდენადაც ევროპულ ტრანსფერში სრულად იყო დარწმუნებული.

ეს სეზონი ხვიჩასთვის ნამდვილად ურთულესი გახდება. ხელმძღვანელებს და მწვრთნელს შეუძლიათ ილაპარაკონ, რომ სათამაშოდ მზადაა, მაგრამ მხოლოდ ფეხბურთელმა იცის საკუთარი აზრები. ეს ნაღდად რთულია.  შენ დარწმუნებული ხარ, რომ "რუბინისა" და რუსეთის პრემიერლიგისთვის გადაიზარდე, შენთვის აუცილებელია შემდგომი განვითარება, ტრანსფერი უკვე მზადდება, შემდეგ კი - სრული იმედგაცრუება.

ასე რომ, ქართველ ტალანტს ორი გზა აქვს: ან შეჩერდება განვითარებაში და "ყველაზე ნიჭიერიდან" რუსეთის ჩემპიონატის "ყველაზე გადაჭარბებულად შეფასებულ" მოთამაშედ გადაიქცევა, ხოლო ერთი წლის შემდეგ "იუვენტუსი" ახლოსაც არ იქნება, ან უფრო აგრესიულად დაიწყებს მძიმე შრომას, გაარღვევს რუსეთის პრემიერლიგას და მომავალ ზაფხულში ევროპას "რუბინისთვის" სასურველ თანხად მიაშურებს.

ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. მწვრთნელი ხომ მასზე ჯერაც ამყარებს იმედებს. ტყუილად როდი დაარქვა ძაღლს კვარა".

მკითხველის კომენტარები / 38 /
არანაირი სიცბიერე, ძალიან ობიექტურად და კეთილგანწყობითაა დაწერილი. საერთოდ ეგ გამოცემა "რუბინზე" და ხვიჩაზე კარგად წერს. ეს აქედან დაგესლეს ხვიჩა მწარე კომენტარებით. გაუსკდა, ალბათ, ბიჭს გული. ვინ იცის, რა დღეში იყო. რა ქნას, ეს 20 წლის ბავშვი ხომ ვერ ათრევს მარტო ამ უვარგის ნაკრებს?
სანდრო
10 სექტემბერი 2021 01:13
13
20 წლის კაცმა საკუთარი ბედი ცოტა დალაგებულ აფამიანს უნდა დაუკავშიროს და არა უწიგნურ ვაჭრებს
Kale
10 სექტემბერი 2021 04:36
1
ისე 20 წლის პროფესიონალი ფეხბურთელი,უკვე აღარ უნდა იყოს ბავშვი ( მთელს მსოფლიოში ასეა).
რაც შეეხება ჯუღელს-ელემენტალურად ასეთ პიროვნებას არცერთი სერიოზული კლუბის მენეჯერი არც დაელაპარაკება.
ცალკე საკითხია რომ კვარაცხელია დღესდღეობით არ ღირს 20 მილიონი, სეზონში 3-4 გოლით ისიც რუსეთის ჩემპიონატში....
ვუსურვებ რომ მართლაც ბევრი იშრომოს ფიზმომზადებაზე,ორი ტაიმის თამაში უჭირს.დღეს ფეხბურთი ითხოვს 90 წუთი თავდაუზოგავ შრომას.თანაც სეზონში 2-3 თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება არ კმარა.კვარაცხელია კი არა ბეილის არ აპატიეს რამოდენიმე თამაშის ჩაგდება.
მოკლედ, მასზეა დამოკიდებული აწი ყველაფერი და იმაზე თუ დათანხმდება ჯუღელი ფულის გაყიდვაზე რომ სერიოზული ხალხი ჩაერთოს საქმეში, თორემ თუ ამ სეზონშიც არ მოხერხდა,მაშინ მოუწევს მთელი სპორტული ცხოვრება ირტიშსა და თოვლს შორის გადასვლა- გადმოსვლა და კარიერის დასასრული ყარაგანდაში.არადა არ არის მაგის ღირსი.
ჟორა
10 სექტემბერი 2021 02:04
1
ისედაც როგორი სტრესული სეზონი ელოდება ბიჭს და ქართველები აქედან საშინელებებს უთვლიან. იმედია მოიკრიბავს მოტივაციას და უფრო გაძლიერება. ურთულესი სეზონი ექნება და უხეში. მუდმივად იქნება ტრავმის საშიშროება.
აქედან მაინც გაუგზავნეთ დადებითი ემოცია...
Thomas
10 სექტემბერი 2021 00:50
9
"რუბინში" თამაში ტრაგედია არ არის. ხვიჩამ კარგად უნდა გამოიყენოს სათამასო პრაქტიკა. წარმატებები ხვიჩას!!!
tngh
10 სექტემბერი 2021 15:12
10
ხვიჩას რუბინში 2 წელი უნდა ეთამაშა და მერე გადასულიყო ევროპაში, მაგრამ მოხდა ისე, რომ პირველივე სეზონის მეორე ნახევარში კვარამ უდიდესი შრომის შედეგად წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია, ამის შემდეგ დაიწყო ტრანსფერებზე ლაპარაკი, ჩემი აზრით ხვიჩა უნდა დარჩეს რუბინში კი არა , სლუცკისთან, რათა მიაღწიოს სტაბილურად უმაღლეს დონეს და მერე ნებისმიერი გრანდი პრობლემა აღარ იქნება. პრობლემას ვერ ვხედავ დარჩენაში, მითუმეტეს როცა ასეთი კაცი გიდგას გვერდში, სლუცკის ვგულისხმობ, ეს უდიდესი პლუსია ხვიჩასათვის. სხვაგან ასე არ მოგეფერებიან, ეს გახსოვდეს.
10 სექტემბერი 2021 15:10
6
მძიმე ტრავმა რომ მიიღოს რუსეთის ჩემპიონატში ხო დამთვარდება ყველანაირი იმედი? გასაგებია რომ კარგი მწვრთნელი ჰყავა და ენდობა, თან ისე ენდობა ,რომ თავად ფეხბურთელი ითხოვდა დასვენებას და არ დაასვენა.
მეტყვით, ტრავმას ევროპაშიც კი მიიღებსო, მაგრამ რუსეთში მიღებული ტრავმა იქ ჩარჩენას და ნაკლებ პერსპექტივას ნიშნავს.
თუ უყურებდით აგვისტოს თამაშებს კი დაინახავდით როგორ უხეშად ეთამაშებიან. აქ ქართველები სულ მაგაზე იყვნენ გაბრაზებული, ასე უხეშად რატომ მიდიან კვარაზეო ,არ დაამტვრიონო და მართლა რომ მიიღო ტრავმა მერე აღარ დაიჯერეს.საიდან მოვიდა ეს ხალხი არვიცი. როგორ შეიძლება ასეთი მტერი იყო ხვიჩასი, არმესმის
Thomas
10 სექტემბერი 2021 15:42
5
იქნებ გაგვაგებინოთ რას ამბობ?
ტიმასას
10 სექტემბერი 2021 19:52
0
მამუკა ჯუღელი რუსული შარმით და ჭორიკანა მედიით არის გაბანძების უტყუარი რეცეპტი.
ლუკა
10 სექტემბერი 2021 11:17
2
ეს სტატია იმ იშვიათობას წარმოადგენს სადაც ყველაფერი ზუსტადაა ასახული...
ნამდვილად კარგი, ფაქტებზე აგებული სტატიაა და არა ჭორაობა...
ბექა
10 სექტემბერი 2021 08:40
1
მიდი ხვიჩა, შეუბერე ძველებურად და გაგვახარე. დაგლიჯე წელსაც რუსეთი და მალე ევროპის დროც მოვა! წარმატებები და უფალი გფარავდეს!
შოთა
10 სექტემბერი 2021 14:49
0
რა ცამდე აიყვანეთ ეგ ბიჭი, უბრალოდ ჩვეულებრივ ფეხბურთს თამაშობს და მორჩა, რა მილიონები, რისი მილანი ან და სხვა ევროპული გუნდები...არაა ის დონე ძთქვენ რო აღმერთებთ. აპა დაუკვირდით მაგის ტოლა ბიჭებს? თუნდაც ნორვეგიელი ჰალანდი, არის შედარება?
xx
10 სექტემბერი 2021 12:21
29
ფეხბურთი არაა შენი საქმე
10 სექტემბერი 2021 15:03
2
კაი ჩემო ძმაო
aguli_11
10 სექტემბერი 2021 12:26
1
ყველა გამოხმაურება
ძალიან სწორად გადმოსცა ჟურნალისტმა თავისი სატქმელი, ცბიერები და ორღობის ჭორიკნები ხართ ტქვეენ ქართველი ჟურნალისტები, გამოცოხცხლდით და გააკრიტიკეთ ქართული ფეხბურთის ეგრეთწოდებული ბოსები, მაგრამ მაგას ერთი ადგილი უნდა ყველა უფრთხლდება საკუთარ ტავს, ხოდა ვართ იქ სადაც ვართ! იმედია არდაბლოკავთ ამ კომენტარს
dzeke
10 სექტემბერი 2021 01:26
1
ხვიჩა, ამ კომენტარს თუ წაიკითხავ, მამა-შვილურად გთხოვ, იყიდე ქართული ჯიშის ნაგაზი და სლუცკი დაარქვი. მე მაგის დდშ...
ზაზა
10 სექტემბერი 2021 19:51
2
ნაგაზი არა იხვი. ღორი კანეშნა ან მაჩვი
Mgeli
11 სექტემბერი 2021 03:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული