"რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა Бизнес Online-თან გუნდში დარჩენილ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
"ხვიჩა არ წავიდა და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ დარჩა. ჩვენ წინაშე მისი გაყიდვის ამოცანა არ იდგა, უბრალოდ ბევრი ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მისით მრავალი კლუბია დაინტერესებული. შეძენაზე კი არც ერთი წინადადება არ ყოფილა - არც ერთი კლუბისგან ოფიციალური მომართვა. არანაირი თანხა მასზე არ გაგვიხმოვანებია. ამიტომ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ მაღალი მოთხოვნები გვაქვს. თუნდაც ერთი რუბლის შემოთავაზება რომ გამოეგზავნათ, მაშინ ვიტყოდი, რომ ასეთზე თანახმა არ ვიყავი.
თუმცა რუბლზეც არ გამოუგზავნიათ შემოთავაზება და კიდევ რაზეა საუბარი.
ჩვენ მოლაპარაკებებისთვის მზად ვიყავით, მაგრამ წინადადებები არ იყო. ის დარჩა, რაც გვახარებს. ფეხბურთელი ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია და როგორც ჩანს, გულშემატკივრებსაც შეუყვარდათ: ფეხბურთზე დიდი ინტერესით დაიწყეს სიარული. როგორც წესი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ევროპის კლუბები ბევრ შენაძენს არ აკეთებენ, მაგრამ ჩვენ ვნახავთ, ყველაფერი როგორ წარიმართება. ახლა ხვიჩა "რუბინის" მოთამაშეა.
ვფიქრობ, ყველა ამ საუბარმა კვარაცხელიაზე რაღაცნაირად იმოქმედა. რაც უნდა იყოს, ახალგაზრდა ბიჭია. შესაძლოა, ფიქრობდა, რომ წავიდოდა. ამიტომ ამან რაღაცნაირად მისი დესტაბილიზაცია მოახდინა. ახლა დამშვიდდა და ითამაშებს".