22 წლის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა "ლევანტესთან" ხელშეკრულება ერთი სეზონით გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას ვალენსიური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს.
კონტრაქტი შემდგომში შეიძლება კიდევ სამი წლით გაგრძელდეს.
ქოჩორაშვილი "ლევანტეში" 2019 წელს გადავიდა, მეორე გუნდის შემადგენლობაში B დივიზიონში 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ამას გარდა, ოთხჯერ ითამაშა ლა ლიგაში და ორჯერ ესპანეთის თასზე. მისი დებიუტი პრიმერაზე 2020 წლის 12 ივლისს "ბილბაოსთან" შედგა.
"თუ ნაკრებს დავჭირდები ფიზიკურად მზად ვიქნები..." - გიორგი ქოჩორაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ [VIDEO]